გაეროს განვითარების პროგრამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გაეროს განვითარების პროგრამა (ინგლ. United Nations Development Programme, UNDP) — დაარსებულია 1965 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.

გაეროს განვითარების პროგრამას აქვს ოფისი 177 ქვეყანაში და ფაქტობრივად წარმოადგენს გაეროს სისტემის ორგანიზაციების მიერ განხორციელებელი საქმიანობისა და მრავალმხრივი დახმარების კოორდინატორს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო 48 წევრის შემადგენლობით, რომელიც აირჩევა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 3 წლის ვადით. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ნიუ-იორკი. ამჟამად მისი ადმინისტრატორია ახიმ შტაინერი. იგი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ დამხმარე უწყებას გარემოს დაცვის გლობალური ფონდისათვის (GEF).

გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფოთა მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წლის 22 ნოემბერს, გაერთიანებული ერების სახელმწიფოთა ლიდერები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ მსოფლიოში სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად გაეროს განვითარების პროგრამა დაეარსებინათ. 1965 წლამდე არსებობდა გაერთიანებული პროგრამა ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით ე. წ. ეპტა, (EPTA) რომელიც ექვსი სააგენტოს გაერთიანებით შეიქმნა. 1949 წელს დაარსდა გაეროს სპეციალური ფონდი, რომელიც ეპტა-სთან ერთად ტექნიკურ განვითარებაზე ზრუნავდა, მაგალითად იკვლევდა წყლისა და მიწის რესურსებს ბრაზილიაში.

1997 წლიდან დაფუძნდა UNDG, იმ მიზნით რომ განვითარების პროექტების უკეთესი კოორდინირება მომხდარიყო. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელი ამავდროულად გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელიცაა.

პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან და კიდევ 42 სახელმწიფოსთან უდაბნოს კალიის წინაღმდეგ საბრძოლველად. აღნიშნული პროექტი რამდენიმე წელიწადში წარმატებით დასრულდა.

1970 წლიდან განხორციელდა პირველი გლობალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მექსიკაში დიდი ოდენობით პროტეინის შემცველი სიმინდის კულტივირებას. ამ პროგრამის ფარგლებში ასევე ხდებოდა ასობით ადამიანის ტრენინგი სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, რათა მომხდარიყო სიმინდს წარმოების გაუმჯობესება.

1977 წლიდან ამოქმედდა პროგრამა, სამშობლოში დაბრუნებული მეცნიერების მიერ ინფორმაციის გადაცემა, პროგრამა ითვალისწინებს ემიგრირებული ექსპერტების უკან სამშობლოში დაბრუნებას, რათა მათ საკუთარ მშობლიურ ენაზე შეძლონ დაგროვებული ცოდნის გაზიარება. პროექტი დაიწყო თურქი ინჟინერის თურქეთში დაბრუნებით და დღეს 25-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს.

1978 წლიდან მოქმედებს პროგრამა პალესტინელი ხალხისთვის, რომელიც ითვალისწინებს სკოლების, საავადმყოფოებისა და ფერმების აშენებას.

1980 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად მუშაობს ე. წ. „მდინარის სიბრმავის“, პარაზიტული დაავადების წინააღმდეგ, ასევე ე. წ. guinea worm-ის წინააღმდეგ ნიგერიაში, რომელიც ასევე პარაზიტთა ოჯახის წარმომადგენელია და ძირითადად აფრიკაში ყოველ წლიურად 10 მილიონ ადამიანს აავადებს.

გაეროს განვითარების პროგრამა ექსპერტებისა და ანტი-კორუფციული მეთოდების გატარებით სხვადასხვა ქვეყნებში მხარს უჭერს დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებას, (მაგ. არგენტინა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად უჭერს მხარს საარჩევნო დაკვირვებების პროცესებსაც.

გაეროს განვითარების პროგრამამ 1986 წლიდან დაიწყო პროექტი სახელწოდებით „Women in Development Division“ რომელიც გულისხმობს პროდუქტიულ პარტნიორობას UNIFEM-თან, რაც მსოფლიოში ქალთა საკითხებზე სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.

1988 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამამ ჩაუშვა ახალი სატრენინგო პროგრამა სახელწოდებით EMPRETEC. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სატრენინგო პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს უამრავ მეწარმეს.

1991 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან ისეთი ადმინისტრაციული ინსტიტუტის საშუალებით, როგორიცაა გლობალური საინვესტიციო საშუალება, 2 მილიარდის ღირებულების ფონდი, რომელიც განვითარებად ქვეყნებს გარემოს შენარჩუნებაში ეხმარება. აღნიშნული ფონდი ხელს უწყობს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა ბიომრავალფეროვნება, მიწის შენარჩუნება, ოზონის შრის დაცვა და სხვ. გაეროს განვითარების პროგრამამ 1994 წლის რუანდის გენოციდის შემდეგ, ტანზანიაში შექმნა მიგრანტთა ბანაკები და შემდგომ განავითარა მშვიდობის მშენებლობის პროგრამები, რომლებიც გულისხმობს მასწავლებლების, სამართალდამცავების, მოსამართლეების და სხვა მნიშვნელოვანი სახელწმიფო სტრუქტურების გადამზადებას.

გაეროს განვითარების პროგრამა წამყვანია შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში, 1996 წლიდან მოხდა UNAIDS-ის შექმნა. გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური ფონდის პარტნიორობით შიდსის, მალარიის, ტუბერკულოზის წინააღმდეგ დანერგილი პროგრამების მეშვეობით ყოველ წლიურად 2,2 მილიონი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება ხდება შესაძლებელი.

განვითარების პროგრამის მსოფლიო გამოკითხვა „ჩემი სამყარო“, რომელშიც 7 მილიონი ადამიანი იღებს მონაწილეობას და რომლის 50%-საც ქალები შეადგენენ, მიზნად ისახავს იმ პრობლემების წარმოჩენას, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ მსოფლიოს გარშემო. ამ ინტერნეტ-პორტალის მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი წარმოდგენები დააფიქსირონ მდგრადი განვითარების მიზნების ჩამოყალიბებაში.

ამას გარდა UNDP განვითარებად ქვეყნებს ეხმარება ე.წ. ათასწლეულის განვითარების პროგრამ-ის მიღწევაში, რომელიც 2000 წლის ნიუ-იორკის სამიტის შემდეგ 2015 წლისათვის მსოფლიოში სიღარიბის განახევრებას ისახავდა მიზნად.

2014-2017 წლებში მოქმედებდა „სტრატეგიული გეგმა 2014-2017“ რომელიც ორიენტირის როლს თამაშობდა ამ მიზნების მიღწევაში. UNDP-ის ჩართულობის ფოკუსს წარმოადგენდა დემოკრატიული მმართველობა და სამართლიანი არჩევნები, ასევე კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა. UNDP-მა სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, მეტი ეფექტურობის მისაღწევად მისი რეგიონალური ოფისების ავტონომიურობის გაზრდა გადაწყვიტა, რომლებიც ნიუ-იორკის სათავო ოფისზე ნაკლებად დამოკიდებული იქნებოდნენ.

2015 წელს, ათასწლეულის პროგრამის შემდეგ, 189 სახელმწიფო შეიკრიბა და მხარი დაუჭირა ახალ პროგრამას სახელწოდებით: SDG („მდგრადი განვითარების მიზნები“), რომელიც მის წინამორბედ პროგრამის მიზნებს სცდება და აღიარებს ბალანს, ეკონომუკურ და სოციალურ ზრდას, და მეორეს მხრივ გარემოს განვითარებას შორის. დღის წესრიგი 2030 „არის ყველაზე ამბიციური პროექტი მსოფლიოს ისტორიაში“ - ნათქვამია გაეროს განვითარების პროგრამის განცხადებაში.

ვიკიციტატა
„ჩვენ გავაერთიანებთ ძალისხმევას და საერთაშორისო დონეზე მოვახდენთ ჩვენი მცდელობების ინტეგრაციას, ჯანმრთელობასა, ენერგიასა თუ კლიმატზე - ასე განვავითარებთ ყველა ფრონტს. მუდმივად მოვიძიებთ სხვადასხვა ეფექტებს მრავალსახოვანი ბენეფიტებისათვის, ისეთებს როგორებიცაა ქალებისა და გოგონების ჯანმრთელობა, რომელიც გააუმჯობესებს ცხოვრებას ისეთ სფეროებში როგორებიცაა ჯანმრთელობა და მმართველობა. ჩვენ მოვახდენთ იმ პუნქტების იდენტიფიკაციას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს პროგრესს ჩვენი მიზნების მიღწევისაკენ. საბოლოო შედეგი კი ყველასათვის სამართლიანი და ინკლუზიური მსოფლიო იქნება.“

დემოკრატიული მმართველობა

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს და ტექნიკურ დახმარებას უწევს როგორც გარდამავალ ისე არსებულ დემოკრატიებს. UNDP-ი არსებულ ქვეყნებში ცდილობს ინსტიტუციების გაძლიერებას, რჩევების მიცემას ტექნიკურ საკითხებში, დემოკრატიული რეფორმების და დიალოგის მხარდაჭერას.

კრიზისების პრევენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს განვითარების პროგრამა აქტიურად მუშაობს როგროც შეიარაღებული კონფლიქტების ისე ადამიანის მიერ გამოწვეულ კატასტროფების პრევენციაზე, ამისთვის გაეროს განვითარების პროგრამა ცდილობს მოვლენებში თავიდანვე იყოს ჩართული. გაეროს განვითარების პროგრამა მისი რეგიონალური ოფისების მეშვებით ცდილობს ხელი შეუწყოს სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას.

ბიუჯეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის მონაცემებით გაეროს განვითარების პროგრამის განვითარების პროგრამებისათვის ხელმისაწვდომი იყო 1,1 მილიარდი დოლარი გაეროს განვითარების პროგრამის 4,7 მილიარდი დოლარის რეგულარული ბიუჯეტიდან. ერთი მეხუთედი ყველა იმ ფინანსებისა, რასაც გაეროს ორგანიზაცია გაეროს ჩარჩოებში არსებული პროექტებისათვის გაიღებს, მოდის სწორედ გაეროს განვითარების პროგრამაზე. გაეროს განვითარების პროგრამას ხშირად ბიუჯეტისათვის გაეროს სხვა პროგრამებთან უწევს კონკურენცია. მიმღები ქვეყნების მიმართ არის მოლოდინი, რომ ადგილობრივ ხარჯებს, ისეთს როგორიცაა ამა თუ იმ პროექტის რეალიზების ხარჯებს თავად ეს ქვეყნები იღებენ. ბევრი დონორი ქვეყანა უპირატესობას ანიჭებს პირად კავშირებს მიზნობრივ ფონდებთან თუ სპეციალურ ფონდებთან, რაც იმას ნიშნავს რომ ბიუჯეტი უნდა მოხმარდეს მხოლოდ განსაზღვურლ პროექტებსა თუ ქვეყნებს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ხშირად არის სხვაობა ქვეყნების მიერ გაღებულ დონაციასა და გაეროს განვითარების პროგრამის რეალურ ბიუჯეტს შორის. მაგალითად თუ 2015 წელს გერმანიამ დონაციის სახით ორგანიზაციას 25,13 მილიონი დოლარი შესწირა, რეალურად თავად გაეროს განვითარების პროგრამას მიღებული წილი შეადგენს 3,79 მილიონ დოლარს. 2013 წლიდან 2014 წლამდე მიზნობრივი დონაციამ 59 % შეადგინა.

ამერიკის შეერთებული შტატები 2014 წლის მონაცემებით 500 მილიონ დოლარს უხდის გაეროს განვითარების პროგრამის და ამით ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსურ კონტრიბუტორად ითვლება. გერმანია ყოველ წლიურად 150 მილიონ დოლარს იხდის, ხოლო ევროკავშირი ჯამში 400 მილიონ დოლარს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს განვითარების პროგრამას ხელმძღვანელობა რანგით მესამე უწყებაა გაეროს იერარქიაში, გაეროს გენერალური მდივნისა და მისი წარმომადგენლის შემდგომ. გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელი საბჭო შედგება 36 წარმომადგენელი ქვეყნისაგან, რომლებიც როტაციის პრინციპით იცვლებიან.

როგორც გაეროს სპეციალური ორგანო, გაეროს განვითარების პროგრამა მიეკუთვნება გაეროს ფონდებისა და პროგრამების იმ ჯგუფს, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი წევრობა გაეროს ორგანიზაციაში. გაეროს განვითარების პროგრამას მთავარი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო რომელიც 1994 წლიდან 36 წევრი ქვეყნისაგან შედგება, რომლებიც სამი წლით ირჩევიან. აღმასრულებელი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს UNDP-ს პოლიტიკაზე, აწესებს დღის წესრიგს და მათ რეალიზებას. კენჭს უყრის ბიუჯეტს და ათანახმებს ინტეგრიერებულ სახელმწიფო პროგრამებს, რომელთა ხანგრძლივობაც 3-5 წლამდეა და 5 წლიან ფინანსურ გეგმებზეა გათვლილი.

აღმასრულებელი საბჭო კონტროლს უწევს არა მარტო გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობას, არამედ გაეროს მოსახლეობის ფონდსაც. წევრი ქვეყნებისაგან ყოველ წლიურად 12 ქვეყანა აყალიბებს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს. 2006 წლიდან 12 წევრი ქვეყნისაგან შემდგარმა ქვეყანამ, რომელიც ძირითადად დასავლეთ ევროპის სახელწიფოებისაგან შედგება განავითარეს როტაციის მექანიზმი. რეგიონალური გეოგრაფიის გადაწყვეტილებით განვითარებადი ქვეყნები 20 ხმით მეტს ფლობენ აღმასრულებელ საბჭოში. საბჭოში კონსტრუქციული მუშაობა არის განვითარებად(მიმღებ ქვეყნებსა) და დონორ(ინდუსტრიულ) ქვეყნებს შორის, რადგანაც გადაწყვეტილება ერთსულოვნად უნდა იქნეს მიღებული.

2009 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამას ადმინსტრაციას, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჰელენ კლარკი ხელმძღვანელობდა. 2017 წლის 18 აპრილს, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშმა გენერალურ ასამბლეას მიმართა წერილით და მხარი დაუჭირდა გერმანელი გაეროსა და პოლიტიკის ექსპერტის ახიმ შტაინერის დანიშვნის. 2017 წლის 19 ივნისიდან ეს პოსტი სწორედ შტაინერმა დაიკავა.

გაეროს განვითარების პროგრამა ასევე ხელმძღვანელობს „გაეროს კაპიტალის განვითარების ფონდს“, რომელიც იმისათვის შეიქმნა რათა განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს კაპიტალის ზრდაში. კრედიტები გაიცემა არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არამედ კერძო პირებზეც. გაეროს განვითარების პროგრამა კოორდინაციას უწევს ასევე გაეროს მოხალისეებს, რომლის მეშვეობითაც 6000-ზე მეტი მოხალისე 130-მდე განვითარებად ქვეყნებში ჩართული არის მშვიდობისა და განვითარების პროექტების ფარგლებში.

მსოფლიო მოსახლეობის განვითარების ანგარიში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლიდან ყოველ წლიურად, ხდება მოფლიო მოსახლეობის განვითარების ანაგრიშ-ის წარდგენა რომელიც მიზნად ისახავს, არა ქვეყნის განვითარების არამედ, იმ გარემო პირობების შეფასებას სადაც ადამიანებს უწევთ ცხოვრება. გაეროს განვითარების პროგრამისათვის ამ ყოველ წლიურ მოხსენებებს იკვლევს მოსახლეობის განვითარების სამსახური. ამ ანალიზებში ვითარების შესაფასებლად იყენებენ ე. წ. „ადამიანური განვითარების ინდექსს“, რომელიც აერთიანებს ისეთ ღირებულებებს როგორიცაა განათლების ხარისხი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე. მოგვიანებით ამ ინდიკატორებს დაემატა წერა-კითხვის ცოდნა და მსყიდველობითი უნარი.

2019 წლის მოხსენების მთავარი დევიზი არის „შემოსავლის მიღმა, საშუალოს მიღმა, დღევანდელი დღის მიღმა: უთანასწორობები ადამიანურ განვითარებაში 21-ე საუკუნეში“. შემოსავლის მიღმა, ამ ასპექტში იგულისხმება რომ მართალია შემოსავლის ოდენობა დოლარსა თუ სხვა რომელიმე ვალუტაში ასახავს ადამიანის განვითარებას, მაგრამ იგი არაა საკმარისი საერთო სურათის შესაფასებლად, რადგან არსებობს დიდი უთანასწორობები ჯანმრთელობის, განათლების და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

საშუალოების მიღმა გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ერთი განზომილება არაა საკმარისი საზოგადოების უთანასწორობის სრული სურათის შესაქმნელად. აგრეთვე, დღევანდელი დღის მიღმა ასპექტში იგულისხმება, რომ ორი მთავარი მოვლენა ცვლის XXI საუკუნეს, კლიმატის ცვლილებები და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. კლიმატის ცვლილებები მოწყვლად ჯგუფებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ, მაშინ როცა ტექნოლოგიური ცვლილებები და ხელოვნური ინტელექტი ქვეყნებისთვის და ინდივიდებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხე გახდეს, ნათქვამია 2019 წლის მოხსენების მიმოხილვაში.

კეთილი ნების ელჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოადგენს მოხალისეობრივ კამპანიას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ცნობად სახეებს იქნება ეს მეცნიერება, სპორტი თუ ხელოვნება. ამ კამპანიის მიზანია, სწორედ ამ ვარსკვლავების სახით მსოფლიოში სიღარიბესა და უთანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ცნობიერებეის ამაღლება. ამ კამპანიის სათავეში არიან ისეთი გამოჩენილი სახეები, როგორებიცაა: ხელოვანი ოლაფურ ელიასონი, მსახიობები ანტონიო ბანდერასი, ნიკოლაი კოსტერ ვალდაუ, სპორტსმენი მარია შარაპოვა და სხვ.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]