სენაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი

სენაკი

Senaki Akaki Khorava Theatre.JPG
სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრი
დროშა გერბი
Flag of Senaki Municipality.svg Senaki gerbi.jpg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სენაკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°16′08″ ჩ. გ. 42°04′45″ ა. გ. / 42.26889° ჩ. გ. 42.07917° ა. გ. / 42.26889; 42.07917
ადრეული სახელები ახალსენაკი, მიხა ცხაკაია, ცხაკაია
ცენტრის სიმაღლე 0±1 მეტრი
მოსახლეობა 21 596[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები, ასირიელები, რუსები
სატელეფონო კოდი +995 413[2]
საფოსტო ინდექსი 4100[3]
ოფიციალური საიტი senaki.gov.ge
სენაკი — საქართველო
სენაკი
სენაკი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
სენაკი

სენაკი — (მეგრ. სანაკი) ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.  მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას. თბილისიდან დაშორებულია 288 კმ-ით. 

სექციების სია

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენაკის ტერიტორიაზე დაარსებული ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტი  თავდაპირველად იწოდებოდა, როგორც ახალი სენაკი/ახალსენაკი. 1933 წელს ქართველი საბჭოთა რევოლუციონერისა და პოლიტიკური მოღვაწის პატივსაცემად მიხა ცხაკაია ეწოდა, 1976 წლიდან კი ცხაკაია (ეპითეტის გარეშე). 1989 წელს ქალაქს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება „სენაკი“.

სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს სიტყვა „სენაკს“: „მცირე სახლაკი. მონაზვნის სადგომი მცირე. კელენი, მცირე სადგომი“. გადმოცემით, დღევანდელი ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მახლობლად შუა საუკუნეებში მოუწყვიათ სასულიერო პირებისთვის ან სავაჭრო დანიშნულებისთვის პატარა ოთახები, საიდანაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს ადგილის სახელწოდება. იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის არქანჯელო ლამბერტის ცნობით, შესაძლოა, სახელწოდება „სენაკი“ უკავშირდება მდინარე ტეხურის ძველ ბერძნულ-რომაულ სახელწოდებას სინაგპი/სინგამე. პოპულარული, ხალხში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ტოპონიმი სენაკი (მეგრ. სანაკი) მომდინარეობს ერთ-ერთი მეგრულ-ლაზური ტომის - ზანების სახელწოდებიდან  - (ზანი →სანი →სანაკი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალსენაკის რკინიგზის სადგური, XX ს. დასაწყისი

სენაკი დასახელებულია შუა საუკუნეების რამდენიმე საეკლესიო-საისტორიო წყაროში. კერძოდ: „საცაიშლო გამოსავლის დავთრის მინაწერებში“ (1616-1621 წწ.) აღნიშნულია: „სენაკს საყდარი მაცხოვრისა ორის მისის სასახლითა“ (ქსძ, III, გვ. 533); შემდეგი დავთარი გვამცნობს: „არის წყარიგზას და სენაკს ოთხი მსახური“ (ქსძ, III. გვ. 481). 1648 წელს ვამეყ დადიანის მიერ შედგენილ „შეწირულობის წიგნში“ აღნიშნულია: „სენაკს საყდარი გვთხოვეთ და მოგეცით...“ (კაკაბაძე, I, გვ. 53) და სხვა. ყველა ამ შემთხვევაში ავტორები გულისხმობენ დღევანდელ ძველი სენაკს, სადაც თავდაპირველად მდებარებდა მხარის მთავარი სავაჭრო ადგილი და სენაკის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი.

1871 წელს დაიწყო ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რკინიგზის სადგურის აშენება გადაწყდა თეკლათის ტერიტორიაზე დღევანელი ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე. სწორედ სადგურის მშენებლობამ განაპირობა ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტის წარმოქმნა ახალ ადგილას, რომელმაც უპირატესობა მალე წაართვა ძველ სენაკს. 1921 წელს ახალსენაკს ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

საბჭოთა კავშირის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხარის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად სენაკის ჩამოყალიბებაში საბჭოთა კავშირის პერიოდს (1921-1991 წწ.) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ დროიდან ქალაქის ტერიტორიაზე ჩნდება სხვადახვა ტიპის ფაბრიკა-ქარხნები, მათ შორის ხალიჩების, ხაოიანი ქსოვილების, საკონსერვო, ყველ-კარაქის, ღვინის, ჩაისა და ტუნგოს გადამამუშავებელი და სხვ. დასაქმების შესაძლებლობების ზრდამ, თავის მხრივ, ქალაქში მოსახლეობა მიიზიდა.

30-იანი წლიდან სენაკთან ახლოს განვითარება დაიწყო ბალნეოლოგიურმა კურორტმა მენჯმა.

იმავე პერიოდში სენაკთან ახლოს გაშენდა სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო-საჰაერო ბაზა. დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადა არის დისლოცირებული.

პარალელურად, სენაკში გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულეებების ქსელი, აშენდა სახალხო თეატრი, კინოთეატრი, სამხატვრო გალერეა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, მუზეუმები და ა. შ.

სსრკ-ის დაშლის (1991 წ.) შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო შეტაკებები სენაკთან, 90-იანი წლები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი წლები სენაკისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. სწორედ სენაკი მოექცაა 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის ერთ-ერთ ეპიცენტრში. შედეგად ქალაქი რამდენიმეჯერ გაიძარცვა და დაიბომბა. სენაკში მოქმედი ფაბრიკა-ქარხნების უმეტესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა და გაპარტახდა. გავერანდა კურორტი მენჯი. მოიშალა აქტიური კულტურული ცხოვრება.

მძიმე ეკონომიკური პირობები დაეტყო ქალაქის მოსახლეობასაც; მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საცხოვრებლად ქვეყნის დედაქალაქსა და საზღვარგარეთს მიაშურა.

რამდენიმეჯერ დაიბომბა სენაკი რუსეთ-საქართველოს ომის (2008 წ.) პერიოდშიც.

ადმინისტრაცია და პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენაკი არის სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მას ჰყავს საყოველთაო არჩევნების წესით არჩეული მერი. 2017 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას ლევან კუპრეიშვილი ასრულებს. 

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენაკი თავიდანვე განათლების თვალსაჩინო ცენტრი იყო. 1884 წელს აკაკი წერეთელის თაოსნობით ძველ სენაკში გაიხსნა სათავადაზნაურო სასწავლებელი. აქ სწავლობდნენ: სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია, კონსტანტინე გამსახურდია.

1882 წელს სენაკში გადმოტანილ იქნა მარტვილის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1885 წელს დაარსდა სკოლა.

დღეს სენაკში არსებობს შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ასევე პროფესიული კოლეჯი,  სახელმწიფო და კერძო სკოლები.

თეატრი და მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟ. შარტავას სახელობის მუზეუმი

ახალსენაკში დაარსებისთანავე ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ცხოვრებას. 1881 წელს, ქართული თეატრის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, პირველი წარმოდგენა დაიდგა სენაკშიც. 1959 წლიდან ქალაქს ამშვენებს აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის არქიტექტურულად გამორჩეული შენობა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგურ ცხოვრებას სენაკში უძველესი დროიდან ჩაეყარა საფუძველი. სენაკში არის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის რეზიდენცია.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეჭდვითი სიტყვა/მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტელეკომპანია „ეგრისი“
  • გაზეთი „კოლხეთი“
  • სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის პერიოდული გამოცემა „ჩვენი სენაკი“ (დაგეგმილი)


ყოველწლიური დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგრისობა - სახალხო ღონისძიება და ფესტივალი სენაკში. აღინიშნება ყოველი წლის შემოდგომაზე, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე. დღესასწაული პირველად აღინიშნა 1989 წელს. აღდგა 2014 წლიდან.[2] 

არქიტექტურა და ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგურის სახლები მ. კოსტავას ქუჩაზე

სენაკის მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს აკ. ხორავას სახელობის სენაკის დრამატული თეატრი, რომელიც აგებულია ნეობაროკოს სტილში კლასიციზმის ელემენტებით. იგივე არქიტექტურულ სტილს იმეორებს სენაკის რკინიგზის სადგურის შენობა, სამხატვრო სკოლა (ამჟამად ჟიული შარტავას მუზეუმი) და ე.წ. რკინიგზის საავადმყოფოს შენობა.

სენაკისთვის დამახასიათებელია 60-70-იან წლებში წითელი აგურით ნაშენი საცხოვრებელი სახლები და პატარა, კოხტა ეზოები, რომელიც გხვდება მთელი ქალაქის ტერიტორიაზე. ქალაქის ცენტრალური ნაწილი ევროპული ტიპის რეგულარული დაგეგმარებითა და განაშენიანებით გამოირჩევა.  

ქალაქის არქიტექტურულ იერსახეზე უარყოფითად იმოქმედა 90-იანი წლების უკანტროლო პროცესებმა და ურბანული გარემოსადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ (განსაკუთრებით კურორტ მენჯის ტერიტორიაზე).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ სენაკში ცხოვრობს 21 596 ადამიანი.[3] ამ მაჩვენებლით საქართველოს ქალაქებს შორის სენაკი მე-11 ადგილზეა. ქართველების გარდა (98%), სენაკში ცხოვრობენ ასირიელები (0.2%) და მცირე რაოდენობით რუსები. გასული საუკუნის 70-80-იან წლებიდან ქალაქი მასიურად დატოვეს ებრაელებმა, რომლებიც სენაკში საკმაოდ მსხვილ თემს ქმნიდნენ.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 28 938 -- --
2002[4] Decrease2.svg 28 082 -- --
2014[1] Decrease2.svg 21 596 9 853 11 743

ბუნებრივი პირობები და მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენაკის ტერიტორია რელიეფის ფორმის მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთ მხარეზე ქალაქი, მთელ სიგრძეზე შხეფიდან კურორტ მენჯამდე, მიყვება ეკის მთის კალთებს და მცირე სიმაღლის სერებსა და ბორცვებს. ქალაქის ცენტრი და სამხრეთ ნაწილი ვაკე და გაშლილი ადგილია, რომლის მაქსიმალური სიმაღლე ზღ. დ. 28 მეტრია. ქალაქის ტერიტორია ძირითადად იშლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარეების ტეხურისა და ცივის (ცი') შორის. ქალაქს შუაში კვეთს პატარა მდინარე ფიცუ (ტეხურის ერთ-ერთი შენაკადი).

სენაკი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. მას სამეგრელოს რეგიონში ცენტრალური მდებარეობა უჭირავს და აკავშირებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ცენტრს ერთმანეთთან.

სენაკის რელიეფის პანორამული ხედი
სენაკის რელიეფის პანორამული ხედი

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე სენაკს კვეთს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რამდენიმე საავტომობილო გზა. სენაკი არის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი. ქვეყნის მთავარ საგზაო მაგისტრალთან სენაკი აკავშირებს ქალაქ ფოთს, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტებს.

ამავდროულად სენაკი წარმოადგენს ფოთი-თბილისი, ზუგდიდი-თბილისი სარკინიგზო ხაზის შემაერთებელ კვანძს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სენაკიდან 3 კმ-ში ფუნციონირებდა სამოქალაქო აეროპორტი, საიდნაც ფრენები ხორციელდებოდა როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთის ქალაქების მიმართულებით.

90-იან წლებამდე ქალაქის ტერიტორიაზე აქტიურად განიხილებოდა ტროლეიბუსის ხაზის მშენებლობა. 1982 წელს დაიწყო საბაგირო ხაზის გაყვანა ქალაქის ცენტრალური პარკიდან ქუთაისის ქუჩამდე თუმცა არ დასრულებულა.

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს სენაკთან ახლოს საფუძველი ჩაეყარა ევრო 4 სტანდარტების ცემენტის ქარხნის მშენებლობას. საწარმო უმსხვილესი ეკონომიკური ობიექტი იქნება სენაკის ტერიტორიაზე და მისი პროდუქცია ექსპორტზე გავა.[4]

სენაკთან ახლოს მდებარეობს სხვადასხვა სახის კვებითი დანიშნულების (ფქვილი, რძის პროდუქტების, ხორცის, ღვინის, ჩაის) კომბნინატები; ასევე თხილის, დაფნის, ხე-ტყის დამამუშავებელი საამქროები.  

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ცენტრიდან 3 კმ-ით არის დაშორებული ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი. საბჭოთა კავშირის პერიოდში მას საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი ჰქონდა, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 10-15 ათასი დამსვენებელი ჩამოდიოდა. კურორტი დღეს აღარ ფუნციონირებს.

მენჯის გარდა, სამკურნალო-რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალით გამორჩეულია სენაკიდან 17 კმ.-ით დაშორებული ნოქალაქევიც, რომლის პოპულარულობა ყოველწლიურად იზრდება.

ტურიზმის სამომავლო განვითარების პოტენციურ შემადგენელ ნაწილებლად შესაძლოა იქცნენ კარსტული მღვიმეები, დარბაზები და „უფსკრულები“ უნაგირას (ეკის) მთაზე ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში.

ეკონომიკის განვითარების პერსპექტიული სფეროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული და მეგობარი ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოჩენილი სენაკელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტოგალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის რუკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაატა ცხადაია. „სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებები - სენაკის რაიონი". გამომცემლობა „უნივერსალი" 2013
  • გივი ელიავა. „სენაკის რაიონის ტოპონიმიკა". საქართველოს სსრ კულტურის სამინისტრო. თბილისი, 1989
  • სენაკზე მზრუნველთა ინიციატივის ბლოგი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.