მარიკა დარჩია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მარიკა დარჩია (დ. 23 ივნისი, 1953) — თბილისის საკრებულოს წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტი. ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსები გაიარა ლონდონის PR ინსტიტუტში და რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციაში

საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „მედია პალიტრის“ კრეატიული დირექტორი და პირველი PR ორგანიზაციის დამფუძნებელი. 1993 წელს, მარიკა დარჩიამ ბრიტანეთში მაღალკვალიფიციური კურსების გავლით საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები შეისწავლა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანდათან ეს ახალი დარგი განავითარა სამშობლოში. სწორედ მისი თქმით, თავდაპირველად, ამ სფეროს სკეპტიკურად უყურებდნენ და ვერ აღიქვამდნენ მის მნიშვნელობას, მაგრამ დროთა განმავლობაში თანდათანობით გამოიკვეთა თუ რა დიდი როლი აქვს ზოგადად პიარს ნებისმიერ საქმესა თუ ურთიერთობაში.

1995 წელს მან „თბილისის PR ცენტრი“ ჩამოაყალიბა და ასე შეუწყო ხელი „პიარის პიარს“. 2007 წელს, იგი „მედია პალიტრის“ კრეატიული დირექტორი გახდა. სწორედ, მისი იდეით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. მაგალითად: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ და „მაკლიტერატურა“.

2017 წელს, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ათეული წარადგინა. ათეულის პირველ ნომრად კი სწორედ მარიკა დარჩია იყო დასახელებული. პოლიტიკაში მისი ახალი ნაბიჯებიც, სწორედ საკრებულოდან იწყება.

ის საკრებულოს წევრობის გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც გახდა და აქტიურად ჩაერთო თბილისის პრობლემებისა თუ საჭიროებების მოგვარების საკითხში. არჩევნების წინა პერიოდში, დარჩია აცხადებდა, რომ იგი არ იყო პარტიული და იყო მხოლოდ მხარდამჭერი და მისთვის მთავარ მოვალეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ქონა წარმოადგენდა ქალაქის მიმართ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

უყვარს ლიტერატურა და თითოეული პერსონაჟის გაცოცხლება. წიგნის კითხვა და მხატვრული ლიტერატურა.

2013 წელს, მან ჟურნალისტის როლიც მოირგო და დააფუძნა საავტორო გადაცემა „სტუმრად მარიკა დარჩიასთან ერთად“. იგი, ამ ახალი პროექტით ცდილობდა მსმენელისთვის სხვადასხვა ცნობილი ადამიანები განსხვავებული კუთხით, განსხვავებული ამპლუით გაეცნო.

1998 წელს ის თბილისის საკრებულოს წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

2004-2007 წლებში კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელი.

2013 წელს თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის საგამომცემლო კომისიის წევრი გახდა, დაახლოებით ორ წელში კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობრების საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი.

პოლიტიკის გარდა მარიკა დარჩია პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც და ასწავლის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ჯიპაში“. არის „PR მცირე ბიბლიოთეკის დამფუძნებელი“ და პირველი წიგნის „საზოგადოებასთან ურთიერთობა სამთავრობო სტრუქტურებში“-ს ავტორი.

2014 წელს, ის „ოქროს ფრთის“ გამარჯვებული გახდა და მას მიენიჭა ჯილდო, როგორც ქართულ ჟურნალისტიკაში ყველაზე ინტელექტუალ ადამიანს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]