ოთარ გრიგოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ გრიგოლია
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1985 (1985-10-22) (38 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია ეკონომისტი
პოლიტიკოსი

ოთარ გრიგოლია (დ. 22 ოქტომბერი, 1985, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, თბილისის საკრებულოს ორგზის წევრი (2017,2021).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ გრიგოლია დაიბადა 1985 წლის 22 ოქტომბერს. 2004–2008 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ხოლო 2014–2016 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის, ივ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის და ტემპუსის საერთო სამაგისტრო პროგრამაზე შრომითი ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016–2017 წლებში იყო საერთაშორისო ორგანიზაცია „სოლიდარობის ცენტრის“ მკვლევარი და პროექტების ხემლძღვანელი. 2013 წლიდან დღემდე „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ პროექტ „პროგრესული იდეების სკოლის“ დამფუძნებელი, პროექტის ხელმძღვანელი. 2012–2013 წლებში იყო ტელეკომპანია მეცხრე არხის დილის გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი. 2011 წელს დევიდ ლინჩის საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო 2010 წელს ა.ო „საზოგადოება სოციალური თანასწორობისთვის“ პროექტი დევნილების რესოციალიზაციის პროექტის მენეჯერი. 2017–2021 წლებში იყო ქალაქ თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი (გლდანის კენტი მიკრორაიონების მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2017–2019 წლებში იყო საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, 2019–2020 წლებში — ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 2020–2021 წლებში — ფრაქციის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე. 2021 წლიდან არის ქალაქ თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. არის ფრაქციის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]