თელავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი

თელავი

Telavi VIew.jpg
თელავის ხედი. უკან - ალაზნის ველი და კავკასიონი
ზვიად ავალიანის ფოტო
დროშა გერბი
Flag of Telavi (City).svg Coat of Arms of Telavi.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი კახეთი
მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°55′00″ ჩ. გ. 45°29′00″ ა. გ. / 41.91667° ჩ. გ. 45.48333° ა. გ. / 41.91667; 45.48333
პირველი ხსენება II საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1801
ფართობი 16,85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 490 მეტრი
მოსახლეობა Decrease2.svg 19 629 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 1293 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +995 350[1]
საფოსტო ინდექსი 2200[2]
ოფიციალური საიტი telavi-gov.ge
თელავი — საქართველო
თელავი
თელავი — კახეთის მხარე
თელავი

თელავი — ქალაქი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე მდებარეობს. ის კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.). ზამთარი ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი. ნალექები 770 მმ წელიდადში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თელავის სასახლის გალავანი
ზვიად ავალიანის ფოტო

ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.

პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის პტოლემეს (II ს.) „გეოგრაფიაში“ „Teleda-ს“ ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიათნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა. 1834 წელს დიუბუა დე მონპერეს ცნობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 3272 ადამიანს. 1863 წელს მისი მოახლეობა შეადგენდა 7003 ადამიანს.[3] 1892 წელს თელავმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო.[4] 1918 წლის მაისში თელავში აშენდა თეატრი.[5]ამავე წლის 7 მაისს გაიხსნა ქალაქის პირველი საავადმყოფო. [6]ამ პერიოდში თელავში მოქმედებდა რამდენიმე სკოლა: ქალთა გიმნაზია, ვაჟთა გიმნაზია, სასულიერო სასწავლებელი და სხვ. ქალაქის თავი იყო კოტე ანდრონიკაშვილი.[7] 1930 წლიდან თელავის მაზრა გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა რამდენიმე რაიონი, მათ შორის ერთ-ერთი იყო თელავის რაიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქალაქი თელავი. 2014-2017 წლებში თელავი თვითმმართველი ქალაქი იყო.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. აქ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტი), თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქალაქის ღირშესანიშნაობებია: ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.). თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. Кавказский календарь на 1865 год გვ. 305
  4. „ადგილობრივი თვითმმართველობა“ გვ. 11 — თბილისი, 2016
  5. გაზეთი „საქართველო“, № 103. 29 მაისი
  6. გაზეთი „საქართველო“ № 96 21 მაისი 1918
  7. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ № 104 — 29 ნოემბერი 2018