პეტრე ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე ჩხეიძე
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1992 – 2002
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრი  თენგიზ სიგუა
ოთარ ფაცაცია
მემკვიდრერევაზ ადამია

დაბადებული22 ოქტომბერი, 1941 (1941-10-22) (82 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლემანანა ჩხეიძე
(დ. 15 მარტი, 1944)

პეტრე პეტრეს ძე ჩხეიძე (დ. 22 ოქტომბერი, 1941, თბილისი) — საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, შემდგომში საქართველოს ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1941 წლის 22 ოქტომბერს თბილისში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1963 წლიდან მუშაობდა პროკურატურის ორგანოებში. იყო ქ. თბილისის პროკურატურის სტაჟიორი, გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, საქართველოს სსრ პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი.

1971–1975 წლებში იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტში, იყო ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების გამგე.

სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1978 წლიდან მუშაობდა სამინისტროს აპარატში, ხოლო შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებულ სსრ კავშირის მუდმივ წარმომადგენლობაში ადმინისტრაციულ-საკონსულო რეფერენტურის პირველ მდივნად, მრჩევლად, ხელმძღვანელად.

1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების გამგედ.

პეტრე ჩხეიძე ნიუ-იორკში ყოფნისას აქტიურად მუშაობდა თურქმენეთის გაზის პრობლემატიკაზე.

პეტრე ჩხეიძე საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, დავალებით, აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებდა მსხვილ კორპორაციასთან, რომლებიც ჩართულია ევრაზიის „ენერგეტიკული ბაზრის“ გადანაწილებაში. მას ჰქონდა უფლებამოისლება პრეზიდენტ შევარდნაძისაგან, ეწარმოებინა მოლაპარაკებები გადაწყვეტილების მიღებისა და „ჯენტლმენური შეთანხმების“ უფლებით. პეტრე ჩხეიძე იყენებდა თავის კავშირებს გაეროში და ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]