შენების მოძრაობა
| შენების მოძრაობა | |
|---|---|
|
| |
| ხელმძღვანელობა | |
| ლიდერი | დავით უსუფაშვილი |
| ისტორია | |
| დაფუძნდა | 16 ივნისი, 2017 |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია | ცენტრიზმი |
| შეერწყა | ლელო საქართველოსთვის |
| შერწყმის თარიღი | 22 დეკემბერი. 2019 |
| ფერები | |
შენების მოძრაობა — პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში. დაარსდა 2017 წლის 16 ივნისს რესპულიკური პარტიიდან წამოსული პოლიტიკური ლიდერების მიერ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.[1]
დაარსებიდან ორ თვეში შენების მოძრაობამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. პირველ არჩევნებში მოძრაობამ 0,76% მიიღო და მერვე ადგილი დაიკავა.[2] შენების მოძრაობის თბილისი მერობის კანდიდატი ყოფილი რესპუბლიკელი თენგიზ შერგელაშვილი იყო, რომელმაც ხმათა 0,25% მიიღო და მეცხრე ადგილზე გავიდა.[2]
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით უსუფაშვილმა 2,36% მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა. არჩევნების მეორე ტურში „შენების მოძრაობამ“ მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა.
პოლიტიკური პარტია გაუქმდა 2019 წლის 22 დეკემბერს და შეუერთდა პოლიტიკურ პარტია „ლელოს“.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დავით უსუფაშვილმა შენების მოძრაობა დააარსა. on.ge (16 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2018.
- 1 2 შედეგები 2017. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-07. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2018.
- ↑ მამუკა კაციტაძე - მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, პარტია „ახალი მემარჯვენეები” არსებობას წყვეტს