გიორგი ლილუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ლილუაშვილი
დაბ. თარიღი 16 ნოემბერი, 1973(1973-11-16) (50 წლის)
დაბ. ადგილი ზესტაფონი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი, ექიმი, იურისტი, პედაგოგი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

გიორგი ლილუაშვილი (დ. 16 ნოემბერი, 1973, ზესტაფონი) — ქართველი ეკონომისტი, ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი, სამხედრო პირი, იურისტი, მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით. 2001 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი ზოგადი პროფილის სამხედრო ექიმის კვალიფიკაციით. 2003 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტის დარგობრივი დახელოვნების კურსი „სამხედრო საველი ქირურგია“. 2017 წლის 3 თებერვლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მუშაობს თემაზე „სამხედრო მომსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობისა და სამედიცინო დახმარების საჭიროების, მიწოდებისა და ეფექტურობის, შესწავლა და შეფასება“.

1990-1992 წლებში იყო ს/გ „საქკავშირმშენ პროექტი“ მ.მ.კ 2-ში მონტიორი. 1992–1993 წლებში თბილისის სამრეწველო ეკონომიკური კოლეჯის ლაბორანტი. 1995-1996 წლებში რესპუბლიკურ კლინიკურ ინფექციური საავადმყოფოს მე-8 განყოფილების სანიტარი. 1998-1999 წლებში სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურ „ქველის“ გამსვლელი ბრიგადის მედდა. 1999-2004 წლებში იყო გამსვლელი ბრიგადის მორიგე ექიმი. 2000 წელს ს. ს. „ფეროს“ მედიკო-სანიტარული ნაწილის ქირურგიულ, ტრავმატოლოგიურ და კარდიოლოგიურ განყოფილებებში ექიმის თანაშემწე, ზესტაფონის რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ექიმის თანაშემწე. 2000-2001 წლებში შ.პ.ს. „მცხეთის სამხარეო მრავალპროფილიანი საავადმყოფოს“ ქირურგიულ განყოფილებაში ექიმის თანაშემწე. 2000 წელს არჩეულია საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრად, ამავე აკადემიის ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორად, გაზეთ "ჟამი ერისას" ახალგაზრდულ საქმეთა რედაქტორად და "მომავლის აკადემიის" პრეზიდიუმის წევრად. 2002 წლიდან ამავე აკადემიის იურიდიული მომსახურების კომპლექსური ცენტრის დამოუკიდებელი სამხედრო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. 2004-2008 წლებში მუშაობდა აკადემიასთან არსებულ უნივერსიტეტში, აკადემიის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 2006 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული აკადემიის „მომავლის აკადემიის“ კოორდინატორად, ამავ დროულად ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საქმიანობის ხელშემწყობ სფეროს საკითხებში საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად. 2006-2010 წლებში იყო №138 საჯარო სკოლის პედაგოგი. 2006-2010 წლებში იყო თბილისის სამედიცინო სასწავლებელ „არგო“-ს ლექტორი, 2007 — იურისტი. 2007-2009 წლებში შეთავსებით №138 საჯარო სკოლის იურისტი. 2008 წელს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტი. 2009-2015 წლებშო ს.ს. „ლომისი“ გაყიდვების დეპარტამენტი. 2015-2016 წლებში იყო თბილისის 116-ე საჯარო სკოლის პედაგოგი. 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული სამხედრო სამედიცინო აკადემიის რექტორი. 2017 წლიდან იყო თბილისის 81-ე საჯარო სკოლის ექიმი. სამხედრო სამსახური: 1992-1993 წლებში მონაწილეობდა საქართველოს მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში 21-ე ბრიგადის მოხალისეთა ბატალიონში, მოხალისედ (სან. ინსტრუქტორი). 1993-2001 წლებში სამხედრო ნაწილი „სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი“ მსმენელი (კურსანტი), 2001-2004 წლებში (ს/ნ 10143) მე-11 მექანიზირებული ბრიგადის (ს/ნ 06325) საარტილერიო დივიზიონის სამედიცინო სამსახურის უფროსი. 2002 იყო „COOPERATIVE BEST EFFOR“-ში სწავლების სამედიცინო პუნქტის ქირურგი. 2002 — საშტაბო სამეთაურო სწავლება „კახეთი 2002“-ში 112-ე ბატალიონის ექიმი. 2003 — საშტაბო-სამეთაურო და სამედიცინო სწავლება „RESCUER MEDCEUR 03 2012“. მიღებული აქვს შემდეგი სამხედრო წოდებები: „სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი“ (2001), „სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი“ (2001), „სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტი“ (2003). სანიმუშო სამსახურისათვის — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების საპატიო სიგელი (2003). 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ მიერ წარდგენილი იქნა საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად. 2013 — შუალედურ არჩევნებში იგივე ორგანიზაციის მიერ წარდგენილი იქნა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად. 2013 — დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი. 2014 — „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ მიერ წარდგენილ იყო თბილისის მერობის კანდიდატად. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება — პარტია „საქართველო“-ს პროპორციული სიით №1 და ასევე №6-ე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატი. 2017 — იგივე პარტიის მიერ დასახელებულ იქნა თბილისის მერობის კანდიდატად.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2003 — სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების III ხარისხის ნიშანი
  • 1998 — მედალი „მხედრული მამაცობისთვის“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3, თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბ., 2001, გვ. 102

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]