კოტე გაბაშვილი
კოტე გაბაშვილი | |
თბილისის მერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 იანვარი, 1993 – 16 ოქტომბერი, 1993 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ოთარ ლითანიშვილი |
მემკვიდრე | ნიკოლოზ ლეკიშვილი |
დაბადებული | 26 სექტემბერი, 1948 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი |
შვილები | გოკა გაბაშვილი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
კონსტანტინე ვლადიმერის ძე გაბაშვილი (დ. 26 სექტემბერი, 1948, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. გოკა გაბაშვილის მამა.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილება. 1971-1993 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. 1989-1991 წლებში იყო განათლების მინისტრის მოადგილე. 1992-1993 წლებში — განათლების მინისტრი. 1993 წელს თბილისის მერი. 1993-2004 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში. 2001-2004 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში. 2008-2012 წლებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, მალტასა და სან-მარინოში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილები. 1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „სემანტიკური კვლევის საკითხები“. პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.
1992 წლის 4 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთობა“. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. გვ. 66, თბ., 1998-1999
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოტე გაბაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კოტე გაბაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევა)
- კოტე გაბაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „სასამართლოსთან დაპირისპირების დროს კოტე გაბაშვილი დააკავეს“. tabula.ge. 2014-07-05. ციტირების თარიღი: 28 ნოემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
|
|