გია ნოდია
იერსახე
| გია ნოდია | |
გია ნოდია (2011) | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 31 იანვარი, 2008 – 10 დეკემბერი, 2008 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ლადო გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი |
| წინამორბედი | მაია მიმინოშვილი |
| მემკვიდრე | ნიკა გვარამია |
| დაბადებული | 4 სექტემბერი, 1954 |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
გია ნოდია (დ. 4 სექტემბერი, 1954) — ქართველი პოლიტოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. 2008 წლის 31 იანვრიდან ამავე წლის 10 დეკემბრამდე იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1954 წელს. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით. 1982 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1980-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, განყოფილების გამგედ. 2006 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

