საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
წინამორბედი უწყება | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო |
მინისტრი | გიორგი ამილახვარი |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საიტი | |
www.mes.gov.ge |
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია.[1] სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
ისტორია
საქართველოს განათლების სამინისტრო პირველად წარმოიშვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში. პირველი მინისტრი იყო 1918-1920 წლებში გიორგი ლასხიშვილი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწოდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატი, პირველი კომისარი იყო დავით კანდელაკი. შემდგომ განათლების სახალხო კომისარიატს ეწოდა საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტრო. 1990 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროს მინისტრი იყო ლია ანდღულაძე.
შენობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა წარმოადგენს XIX საუკუნის არქიტექტურულ ძეგლს. მისი მშენებლობა დაიწყო 1893 წელს და დასრულდა 1895 წელს. შენობა აშენდა სპეციალურად თბილისის მე-2 კლასიკური გიმნაზიისთვის. 1943 წელს შენობაში ამოქმედდა ადმირალ ნახიმოვის სახელობის სასწავლებელი. 1984 წელს შენობა გადაეცა საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს. 1994 წლის 9 ნოემბერს შენობას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა, ხოლო შემდგომ კლიმატური ზემოქმედებისაგან სერიოზული ზიანი მიადგა შენობის საძირკველსაც. აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდა 1999-2000 წლებში, სამშენებლო კომპანია „საქგვირაბმშენი“-ის მიერ. გამაგრდა შენობის მარჯვენა ფლიგელის ფუნდამენტი. გამაგრდა ამავე ფლიგელის მზიდი კედლები რკინა-ბეტონის ჩარჩოთი, ხოლო სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით.
მეორე ეტაპი დაიწყო 2002 წლის 23 აპრილს. საქართველოს ნავთობის სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულდა შენობის შიდა მოპირკეთება, გათბობა, ელექტროგაყვანილობა და სანტექნიკური სამუშაოები. ჩატარდა შენობის მარცხენა ფლიგელის გასამაგრებელი სამუშაოები.
სამუშაოებზე დაიხარჯა სულ 3 820 000 ლარი. თანხის უდიდესი ნაწილი მსოფლიო ბანკის კრედიტით დაიფარა. შენობის საერთო ფართი არის 5 400 კვ. მეტრი. აქედან სასარგებლო ფართია 3 800 კვ. მეტრი.
მინისტრები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრები
- გიორგი ლასხიშვილი, 26 მაისი, 1918 - 21 მარტი, 1919
- ნოე რამიშვილი, 21 მარტი, 1919 - 1920
- გრიგოლ ლორთქიფანიძე, 1920 - 1921
საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრები
- მამია ორახელაშვილი, 1921 - 1922
- დავით კანდელაკი, 1922 - 1929
- გაიოზ დევდარიანი, 1929 - 1931
- მარიამ ორახელაშვილი 1931 - 1933
- ერმილო ბედია, 1933 - 1934
- აკაკი თათარაშვილი, 1934 - 1936
- მალაქია ტოროშელიძე, 1936 - 1937
- კონსტანტინე ჭკუასელი, 1937
- ერმილე ბურჭულაძე, 1937 - 1938
- გიორგი კიკნაძე, 1938 - 1944
- ვიქტორ კუპრაძე, 1944 - 1953
საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრები
- გიორგი ჯიბლაძე, 1953 - 1960
- თამარ ლაშქარაშვილი, 1960 - 1976
- ოთარ ქინქლაძე, 1976 - 1986
- ნათელა ვასაძე, 1986 - 1988
- გურამ ენუქიძე, 1988 - 1990
საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრები
- ლია ანდღულაძე, 1990 – 1991
- ელიზბარ ჯაველიძე, 1991 – 1992
- გუჩა კვარაცხელია, 13 იანვარი, 1992 – 20 დეკემბერი, 1992[2]
- კოტე გაბაშვილი, 1992 – 1993
- თამაზ კვაჭანტირაძე, 1993 – 1998
- ალექსანდრე კარტოზია, 6 აგვისტო, 1998 – 17 თებერვალი, 2004
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრები
- ალექსანდრე ლომაია, 17 თებერვალი, 2004 – 19 ნოემბერი, 2007
- მაია მიმინოშვილი, 22 ნოემბერი, 2007 – 31 იანვარი, 2008
- გია ნოდია, 31 იანვარი, 2008 – 6 დეკემბერი, 2008
- ნიკა გვარამია, 6 დეკემბერი, 2008 – 8 დეკემბერი, 2009
- დიმიტრი შაშკინი, 8 დეკემბერი, 2009 – 4 ივლისი, 2012
- ხატია დეკანოიძე, 4 ივლისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012
- გიორგი მარგველაშვილი, 25 ოქტომბერი, 2012 – 18 ივლისი, 2013
- თამარ სანიკიძე, 18 ივლისი, 2013 – 3 ივნისი, 2016
- ალექსანდრე ჯეჯელავა, 3 ივნისი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017
- მიხეილ ჩხენკელი, 13 ნოემბერი, 2017 – 14 ივლისი, 2018
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს) საქართველოს კანონის შესაბამისად[3], უწყებას შეუერთდა — სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყებას შეუერთდა — კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
- მიხეილ ბატიაშვილი, 14 ივლისი, 2018 – 7 ნოემბერი, 2019
- მიხეილ ჩხენკელი, 13 ნოემბერი, 2019 – 16 მარტი, 2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრები
2021 წლის 16 მარტს საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყო — განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.[4]
- მიხეილ ჩხენკელი, 16 მარტი, 2021 – 20 მარტი, 2023
- გიორგი ამილახვარი, 20 მარტი, 2023 – 31 დეკემბერი, 2023
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრები
2023 წლის 30 ნოემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების (დოკუმენტის ნომერი 3822-XIIIმს-Xმპ) შედეგად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2024 წლის 1-ლი იანვრიდან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან მმართველობაში გადაეცა სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“. სამინისტროს ეწოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.[5]
- გიორგი ამილახვარი, 1 იანვარი, 2024 – დღემდე
რესურსები ინტერნეტში
- სამინისტროს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2017-10-10 საიტზე Wayback Machine. .
- სამინისტროს დებულება დაარქივებული 2021-09-18 საიტზე Wayback Machine. .
- საქართველოს მთავრობა დაარქივებული 2007-10-25 საიტზე Wayback Machine. .
სქოლიო
- ↑ მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 2009-04-24.
- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი: გუჩა კვარაცხელია
- ↑ საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-09. ციტირების თარიღი: 2018-09-08.
- ↑ „კულტურის სამინისტრო ცალკე გამოიყო“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - 3822-XIIIმს-Xმპ.