თამარ ლაშქარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარ ლაშქარაშვილი (დ. 23 მარტი, 1916, თბილისი — გ. 23 მაისი, 2001, თბილისი [წყარო არ არის მითითებული 679 დღე]) — თანამდებობის პირი, პედაგოგი. საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1937–1951 წლებში იყო საშუალო სკოლების მასწავლებელი, სასწავლო ნაწილის გამგე, დირექტორი. 1951 წლიდან — პარტიის თბილისის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგე, თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, შემდეგ თბილისის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1953 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე. 1960–1976 წლებში — საქართველოს სსრ განათლების მინისტრი. 1976 წლიდან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი. საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. არჩეული იყო სსრ კავშირის VII და VIII მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და საქართველოს სსრ III, IV, V, VI, IX, X, XI მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოვებულია მედლებით.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]