სან-მარინო
| სან-მარინოს რესპუბლიკა
Serenissima Repubblica di San Marino
სან-მარინო |
||||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
| დევიზი: Libertas (ლათ.) | ||||||
| ჰიმნი: Inno Nazionale della Repubblica |
||||||
| დედაქალაქი | სან-მარინო 43°56′ ჩ. გ. 12°27′ ა. გ. / 43.933° ჩ. გ. 12.450° ა. გ. |
|||||
| ოფიციალური ენა | იტალიური | |||||
| მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
| - | კაპიტან-რეგენტი | ალბერტო სელვა და მირკო ტომასონი | ||||
| ფართობი | ||||||
| - | სულ | 61,2 კმ2 (227-ე) | ||||
| მოსახლეობა | ||||||
| - | 2012 (31 ივლისი) შეფასებით | 32 576[1] (218-ე) | ||||
| - | სიმჭიდროვე | 481 კაცი/კმ2 (მე-20) | ||||
| მშპ (მუპ) | 2001 შეფასებით | |||||
| - | სულ | $904 მილიონი (195-ე) | ||||
| - | ერთ მოსახლეზე | $34 600 (მე-12) | ||||
| ვალუტა | ევრო (EUR) |
|||||
| დროის სარტყელი | CET (UTC +1სთ.) | |||||
| - | ზაფხულის (DST) | CET (UTC +2სთ.) (UTC) | ||||
| ქვეყნის კოდი | SMR | |||||
| Internet TLD | .sm | |||||
| სატელეფონო კოდი | 378 | |||||
სან-მარინოს რესპუბლიკა (იტალ. San Marino, Serenissima Repubblica di San Marino) — ერთ-ერთი მსოფლიოს მცირე რესპუბლიკებიდან. მდებარეობს სამხრეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულზე, წარმოადგენს ანკლავს იტალიის შიგნით. ფართობი — 61 კმ². ამჟამინდელი საზღვრების ფარგლებში სან-მარინო არის ევროპის უძველესი სახელმწიფო. სახელწოდება მომდინარეობს დალმაციელი ქვისმთლელის მარინუსისაგან, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების გამო იდევნებოდა სამშობლოში და გაიქცა მეზობელ იტალიაში. აქ მან დააარსა სამლოცველო, შემდგომში კი ააგო ციხე-სიმაგრე. მოგვიანებით კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მარინის სახელით.
1862 წელს სან-მარინო გახდა დამოუკიდებელი იტალიის პროტექტორატის ქვეშ. 1947-1986 წლებში ქვეყანას მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია მართავდა, ხოლო შემდეგ კომუნისტური და ქრისტიან-დემოკრატიული. ქვეყნის მთავარი დღესასწაულია რესპუბლიკის დაარსების დღე — 3 სექტემბერი (301 წ.).
ქვეყნის სახელმწიფო სისტემა რესპუბლიკური ტიპისაა. სახელმწიფოს მეთაურობს ორი კაპიტან-რეგენტი. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრით). ადმინისტრაციული დაყოფაა 9 კომუნა.
ქვეყნის მოსახლეობა — 32 576 ადამიანს შეადგენს.[1] აქედან შორის 91 % სანმარინოელია, ხოლო 9 % — იტალიელი. სახელმწიფო ენაა იტალიური. ძირითადი რელიგია კათოლიციზმია. ქვეყნის დედაქალაქია სან-მარინო.
ქვეყნის ძირითად ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს სამშენებლო ქვა, ხოლო შემოსავლის წყაროს — ტურიზმი. ქვეყნის ვალუტაა ევრო.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Popolazione, Upeceds, Government of San Marino. Accessed on 30 April 2013.
|
|||||||||||