დიმიტრი შაშკინი
| დიმიტრი შაშკინი | |
დიმიტრი შაშკინი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 4 ივლისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ივანე მერაბიშვილი |
| წინამორბედი | ბაჩო ახალაია |
| მემკვიდრე | ირაკლი ალასანია |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 დეკემბერი, 2009 – 4 ივლისი, 2012 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკა გილაური |
| წინამორბედი | ნიკა გვარამია |
| მემკვიდრე | ხატია დეკანოიძე |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 6 თებერვალი, 2009 – 8 დეკემბერი, 2009 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკა გილაური |
| წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
| მემკვიდრე | ხათუნა კალმახელიძე |
| დაბადებული | 8 აგვისტო, 1975 თბილისი, |
| მოქალაქეობა | საქართველო |
| პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
| მეუღლე | ანა ტყემალაძე |
| შვილები | ნიკოლოზი და სოფო |
| განათლება | 1)არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნული უნივერსიტეტი 2)თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| პროფესია | იურისტი |
დიმიტრი შაშკინი (დ. 8 აგვისტო, 1975, თბილისი) — საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 4 ივლისიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992-1993 წლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. 1992-93 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურში. 1993 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1998 წელს.
1997-98 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში (ABA) დირექტორის თანაშემწედ. 1998 წლიდან მუშაობდა აშშ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2008 წლიდან იყო IRI საქართველოს პროგრამის დირექტორი.
1998-2008 წლებში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა დონის საარჩევნო კამპანიების კონსალტინგში და მენეჯმენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოში, უნგრეთში, ლატვიაში, რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად. 2009 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიმიტრი შაშკინი — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაარქივებული 2024-11-27 საიტზე Wayback Machine.
| პოლიტიკური თანამდებობები | ||
|---|---|---|
| წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი 2009 |
შემდეგი: ხათუნა კალმახელიძე |
| წინამორბედი: ნიკა გვარამია |
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერიების მინისტრი 2009-2012 |
შემდეგი: ხატია დეკანოიძე |
| წინამორბედი: ბაჩანა ახალაია |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 |
შემდეგი: ირაკლი ალასანია |

