თბილისის მერი
თბილისის მერი | |
---|---|
თანაშემწე | ვიცე-მერი |
საიტი | გვერდი Facebook-ზე |
თბილისის მერი — ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსი, რომელიც 1991 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა. 2006 წლის 12 ოქტომბერს თბილისის მერი თბილისის საკრებულოს მიერ იქნა არჩეული. 2010 წლის 30 მაისს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართა, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველად, თბილისის მერი პირდაპირი წესით იქნა არჩეული.
მოვალეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის მერი პასუხისმგებელია ქალაქის ბიუჯეტსა და სამთავრობო საქმიანობების სტრატეგიულ დაგეგმარებასა და განვითარებაზე მთელი თბილისის მასშტაბით. ქალაქის მერის გეგმები დაწვრილებით განიხილება თბილისის საკრებულოს მიერ. აღნიშნული გეგმების განხორციელება ხდება თბილისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
თბილისის მერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
№ | ქალაქ თბილისის მერი | დანიშვნის თარიღი |
განთავისუფლების თარიღი |
---|---|---|---|
1 | თამაზ ვაშაძე | 2 ოქტომბერი, 1991 | 6 იანვარი, 1992 |
2 | ოთარ ლითანიშვილი | 6 იანვარი, 1992 | 21 იანვარი, 1993 |
3 | კოტე გაბაშვილი | 21 იანვარი, 1993 | 16 ოქტომბერი, 1993 |
4 | ნიკოლოზ ლეკიშვილი | 16 ოქტომბერი, 1993 | 8 დეკემბერი, 1995 |
5 | ბადრი შოშიტაიშვილი | 8 დეკემბერი, 1995 | 8 აგვისტო, 1998 |
6 | ივანე ზოდელავა | 10 აგვისტო, 1998 | 19 აპრილი, 2004 |
7 | ზურაბ ჭიაბერაშვილი | 19 აპრილი, 2004 | 12 ივლისი, 2005 |
8 | გიგი უგულავა | 12 ივლისი, 2005 12 ოქტომბერი, 2006 30 მაისი, 2010 |
12 ოქტომბერი, 2006 30 მაისი, 2010 22 დეკემბერი, 2013 |
სევდია უგრეხელიძე (მოვალეობის შემსრულებელი) | 22 დეკემბერი, 2013 | 2 აგვისტო, 2014 | |
9 | დავით ნარმანია | 2 აგვისტო, 2014 | 13 ნოემბერი, 2017 |
10 | კახა კალაძე | 13 ნოემბერი, 2017 |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტფილისის საამირო — არაბთა სახალიფოს ვასალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, არსებობდა 736 - 1122 წლებში. არაბი ამირები თავიდან მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მართავდნენ, მაგრამ ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად მათი სამფლობელო ნელ-ნელა შემცირდა. IX საუკუნის დასაწყისში საამირო მოიცავდა მხოლოდ ქართლს, ხოლო XI საუკუნიდან — ქალაქ ტფილისს და მის მიმდებარე მიწებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. საამირო საკუთარი დამოუკიდებლობისათვის ებრძოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს, ასევე სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. საამიროს სამი დინასტიის — შუაბიანთა, შაბანიანთა და ჯაფარიანთა წარმომადგენლები მართავდნენ.
ტფილისის ამირები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სახელი | მმართველობის წლები | ||||||||
ისმაილ იბნ-შუაბი | 736 - 813 | ||||||||
მუჰამედ იბნ-ათაბი | 813 – 829 | ||||||||
ალი იბნ-შუაბი | 829 – 830 | ||||||||
საჰაკი | 830 – 853 | ||||||||
მოჰამედ იბნ-ხალიდა | 853 – 869 | ||||||||
ისე იბნ აშ-შეიხ აშ-შაბანი | 869 – 875 | ||||||||
აბრაჰამ შაბანი | 875 – 878 | ||||||||
გაბულოცი | 878 – 882 | ||||||||
ჯაფარ I იბნ-ალი | 882 – 914 | ||||||||
მანსორ იბნ-ჯაფარი | 914 – 952 | ||||||||
ჯაფარ II იბნ-მანსორი | 952 – 981 | ||||||||
ალი იბნ-ჯაფარი | 981 – 1011 | ||||||||
ჯაფარ III იბნ-ალი | 1011 – 1045 | ||||||||
აბულ-ჰეიჯა იბნ-ჯაფარი | 1045 – 1062 | ||||||||
სითილარაბი | 1068 – 1080 |
1062 წლიდან 1068 წლამდე და ჯაფარიან ამირათა მმართველობის შემდეგ, თბილისის გაერთიანებული საქართველოს სამეფოსთან შეერთებამდე, 1080 წლიდან 1122 წლამდე, თბილისს ქალაქის ბერები განაგებდნენ. ამ პერიოდში, შოთა მესხიას აზრით, ტფილისში საქალაქო კომუნა ("ქალაქის საბჭო") არსებობდა.
1122 წელს დავით აღმაშენებელმა აიღო თბილისი, წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად აქცია.
№ | ტფილისის მერი | მმართველობის წლები |
---|---|---|
1 | ამირა (შააპ) ვასაკ არცრუნი | (XII საუკუნის შუა წლები) |
2 | ამირა (შააპ) კურდ არცრუნი | (XII საუკუნის მეორე ნახევარი) |
3 | შადინ (ბადინ) | (XIII საუკუნის მეორე ნახევარი) |
4 | მელიქ ენალი | დაახლოებით 1646 - 1673 |
5 | მელიქ ბაიანდური (XVII საუკუნე) | 1650 წლიდან |
6 | მელიქ ხოჯა–ბეიბუდი (XVII საუკუნე) | 1662 წლამდე |
7 | მელიქ აშხარბეკი (XVII საუკუნე) | 1662 წლიდან |
8 | მელიქ ავთანდილი | დაახლოებით 1678 - 1698 |
9 | მელიქ ამირ ბეიბუდიანცი | (XVII საუკუნე) |
10 | მელიქ ასლამაზ ამირიან ბეიბუდიანცი | (XVII - XVIII საუკუნეები) |
11 | მელიქ გიორგ ასლამაზიან ბეიბუდიანცი | 1699 - 1711 |
12 | მელიქ ზურაბ გიორგიან ბეიბუდიანცი | 1712 - 1742 |
13 | მელიქ აშხარბეკ II. ბეიბუდიანცი (XVIII საუკუნე) | 1734 წლამდე |
14 | მელიქ აღა აშხარბეკიან ბეიბუდიანცი | 1734 - 1768 |
15 | მელიქ ანტონი | 1746 - 1751 |
16 | მელიქ სააკ შერგილიანცი | 1751 - 1760 |
17 | მელიქ ავეტიკ აღაიან ბეიბუდიანცი | 1768 - 1795 |
18 | მელიქ დარჩი ავეტიკიან ბეიბუდიანცი (1764 - 1832) | 1795 - 1801 |
19 | ჰოვანეს (ივან) იზმირიანცი | 1840 – 1843 |
20 | სტეფან გაბრიელიან ხატისიანცი | 1844 – 1845 |
21 | მოვსეს ტერ-გრიგორიანცი | 1845 – 1846 |
22 | ოვანეს სიმონიან შადინიანცი | 1847 – 1848 |
23 | ტოვმა დავთიან ფრიდონიანცი | 1848 – 1849 |
24 | ზაქარია სტეფანიან ამირაღიანცი | 1850 – 1851 |
25 | ოვსეპ აფანასიან მირიმანიანცი | 1851 – 1852 |
26 | ავეტიკ ასტვაცატრიან (ბოგდანოვიჩ) სვეჩნიკოვი | 1853 – 1856 |
27 | სოღომონ დავთიან სარაჯევი | 1856 – 1857 |
28 | ანდრეი დავთიან მანანოვი | 1857 – 1858 |
29 | ვარდან ასტვაცატრიან არშაკუნი | 1858 – 1860 |
30 | სოღომონ ზაქარიან აბისოღომიანცი | 1860 – 1861 1865 – 1866 |
31 | სოღომონ მირიმანიან მირიმანიანცი | 1861 – 1862 |
32 | გევორქ (ეგორ) გრიგორიან ფრიდონიანცი | 1862 – 1864 |
33 | გალუსტ არუთინიან შერმაზან-ვარდანიანცი | 1864 – 1865 |
34 | ერემია გევორქიან არცრუნი | 1866 – 1868 |
35 | ნიკოღაიოს ოვანისიან ალადატიანცი | 1868 – 1869 |
36 | დმიტრი თუმანიანცი | 1869 – 1870 |
37 | იაზონ დმიტრიან თუმანიანცი | 1870 – 1874 |
38 | დიმიტრი ყიფიანი | 1875 – 1879 |
39 | ანტონ სოღომონიან ყორღანიანცი | 1879 |
40 | ალექსანდრ სტეფანიან მატინიანცი | 1879 – 1891 |
41 | ნიკოღაიოს არღუტიან-დოლგორუკიი | 1891 – 1893 1895 – 1896 1903 – 1904 |
42 | პოღოს ალექსანდრიან იზმაილიანცი | 1893 – 1895 |
43 | გევორქ გრიგორიან ევანგულიანცი | 1897 – 1901 |
44 | ალექსანდრ მიქაელიან არღუტიან-დოლგორუკიი | 1902 |
45 | ქროსტოფორ ავაკუმიან ვერმიშიანცი | 1904 – 1905 |
46 | ვასილ ჩერქეზიშვილი | 1907 – 1909 |
47 | ალექსანდრე ოვანისიან–ხატისიანცი | 1910 – 1917 |
48 | ბენიამინ ჩხიკვიშვილი | 1919 – 1920 |
თბილისში სომეხი მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო 1921 წლამდე ქალაქის მერის თანამდებობას ხშირად ადგილობრივი სომხები იკავებდნენ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როგორებიც იყვნენ დიმიტრი ყიფიანი, ვასილ ჩერქეზიშვილი და ბენიამინ ჩხიკვიშვილი.
1921-1991 წლებში საბჭოთა პერიოდში თბილისის მერის სახელწოდება იყო — თბილისის რევოლუციური კომიტეტისა და საქალაქო საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული ენციკლოპედია, „თბილისი“, გვ. 54, თბ., 2002 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|