ბადრი შოშიტაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბადრი შოშიტაიშვილი
თბილისის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 დეკემბერი, 1995 – 8 აგვისტო, 1998
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედინიკოლოზ ლეკიშვილი
მემკვიდრეივანე ზოდელავა

დაბადებული28 ოქტომბერი, 1946, (69 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
გარდაცვლილინოემბერი 2004
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი
რელიგიამართლმადიდებლობა

ბადრი შოშიტაიშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1946, თბილისი — გ. ნოემბერი, 2004) — ქართველი პოლიტიკოსი, სპეციალობით ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს მუშაობდა მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ „კავგიპროტანსში“, იყო თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, რაიკომის I მდივანი, ტრესტ „კავკაზელექტროქსელმშენის“ მმართველის მოადგილე, 1994—1995 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი; 1995 წელს თბილისის ვიცე-მერი და მუნიციპალიტეტის პრემიერი; 1995—1998 წლებში თბილისის მერი.

გარდაიცვალა 2004 წლის ნოემბერში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბილისი, 1998—1999. გვერდი 66.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]