გიგი უგულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიგი უგულავა
გიგი უგულავა
გიგი უგულავა 2007 წელს
თბილისის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი, 2005 – 22 დეკემბერი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკა გილაური, ვანო მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიზურაბ ჭიაბერაშვილი
მემკვიდრედავით ნარმანია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 აპრილი, 2005 – 12 ივლისი, 2005
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
მემკვიდრეგიორგი არველაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2004 – 2004
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
წინამორბედილერი ჭითანავა
მემკვიდრემიხეილ არდია

დაბადებული15 აგვისტო, 1975 (1975-08-15) (48 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველოს
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2003–2017)
ევროპული საქართველო (2017–2021)
მამაარჩილი უგულავა
დედამანანა ქართველიშვილი
შვილებიტასო (დ. 2000)
თინათინი (დ. 2004)
ალექსანდრე (დ. 2010)
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
ჯილდოებიდავით აღმაშენებლის ორდენი

გიგი უგულავა (დ. 15 აგვისტო, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2005 წლის 20 აპრილიდან 12 ივლისამდე, თბილისის მერი 2005-2013 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1975 წლის 15 აგვისტოს, თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა: რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ჟურნალისტად, კონსულტანტად. 2003 წლიდან ეწევა პოლიტიკურ მოღვაწეობას. იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ სამართლებრივი განათლების ქვესაბჭოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი. 2001-2003 წლებში იყო „სამართლებრივი განათლების ასოციაციის“ (ALPE) დირექტორი. 2003 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2004 წელს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. 2004-2005 წლებში პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში. 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

თბილისის მერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005-2013 წლებში იყო თბილისის მერი. 2006 წლის 5 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და იმავე წლის 12 ოქტომბერს თბილისის საკრებულომ გიგი უგულავა თბილისის მერად აირჩია. 2010 წლის 30 მაისს ჩატარებული არჩევნების შედეგად გიგი უგულავა გახდა ქალაქის პირველი არჩეული მერი. მიიღო 248 954 ხმა (55,23%). გიგი უგულავას მერობის პერიოდში დაიწყო ძველი თბილისის რეაბილიტაცია, გადაიდგა პირველი ნაბიჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებისთვის, მერიამ შემოიყვანა ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ქალაქს აღუდგა 24 საათიანი ელექტროენერგიის მიწოდება, გაიცა ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის აშენებისთვის მთაწმინდის ქედზე, აშენდა გმირთა მოედნის ესტაკადა და გავიდა ვერეს ხეობაში გზა, რიყე გათავისუფლდა რესტორნებისგან და იქ პარკი გაკეთდა, აშენდა მნიშვნელოვანი და თბილისისთვის მანამდე უჩვეულო არქიტექტურული ძეგლები: იუსტიციის სახლი, მშვიდობის ხიდი, რიყის „დოქები”. [1]

2009-2014 წლებში იყო ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრი, კონგრესში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.

პირველი დაკავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას დაკავების გარეშე წარუდგინა ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. თბილისის მერმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა.[2] 2014 წლის 3 ივლისს სამართალდამცავმა ორგანოებმა გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში დააკავეს.[3][4] დედაქალაქის ყოფილ მერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უგულავას პატიმრობის ვადის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, რის გამოც მას საპატიმრო ვადა 2017 წლის 9 იანვარს ეწურებოდა. გიგი უგულავა ციხიდან 2017 წლის 6 იანვარს გაათავისუფლეს.[3][5]

კარიერა „ევროპულ საქართველოში“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 27 მაისს არჩეულ იქნა „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივნად.

2018 წელს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში. წარდგენილი იყო №54 (ვანი და ხონი) საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად. მიიღო 10 417 ხმა (38,38%).[6] 2021 წლის 10 აპრილს დატოვა პარტია და ყველა თანამდებობა.[7]

მეორე დაკავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 10 თებერვალს მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.[8] მწვავე პოლიტიკური რეაქციის შემდეგ, იმავე წლის 15 მაისს შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.[9]

თვითმმართველობის არჩევნები 2021[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყრიდა კენჭს ფოთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე. უგულავამ პირველ ტურში ხმათა 38,09% (7810 ხმა) მიიღო და მეორე ტურში გასვლა მოახერხა, სადაც 42,65% (8437 ხმა) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. [10]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს სამი შვილი: ტასო (დ. 2000), თინათინი (დ. 2004) და ალექსანდრე (დ. 2010). ჰყავს ერთი ძმა. [11]

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები წარმდგენი პირველი ტური მეორე ტური
ხმა პროცენტი ადგილი ხმა პროცენტი ადგილი
თბილისის მერის არჩევნები (2010) ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 248 954 [12] 55,23% პირველი
პარლამენტის შუალედური არჩევნები (2018) ევროპული საქართველო 10 417 38,38% მეორე
ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი 2020 ევროპული საქართველო 3905 7,22% მესამე
ფოთის მერის არჩევნები (2021) ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 7810 [13] 38,09% მეორე 8437 42,65% მეორე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 30 წელი, 3 არჩეული და 9 დანიშნული მერი - ვინ როგორ მართავდა თბილისს
  2. გიგი უგულავას ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა. „სივილ ჯორჯია“, 23 თებ.'13.
  3. 3.0 3.1 გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს. „ტაბულა“, 3-07-2014
  4. გიგი უგულავა დააკავეს. „Ambebi.Ge“, 3-07-2014
  5. გიგი უგულავა გაათავისუფლეს. „radiotavisupleba.ge“, 6-01-2017
  6. „შედეგები 2018“. archiveresults.cec.gov.ge.[მკვდარი ბმული]
  7. „გიგი უგულავამ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა“. www.interpressnews.ge. 10 აპრილი, 2021. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. გიგი უგულავას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  9. პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა — Netgazeti
  10. მეორე ტურის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-10-18.
  11. გიორგი უგულავას დეკლარაცია, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2021-05-12.
  12. შედეგები არჩევნებზე[მკვდარი ბმული]
  13. შედეგები არჩევნებზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-10-18.
წინამორბედი:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
თბილისის მერი
20052014
შემდეგი:
დავით ნარმანია