მარიამ ორახელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორახელაშვილი.

მარიამ ორახელაშვილი ნამდვილი სახელი მარიამ მიქელაძე (დ. 3 ნოემბერი, 1887, კულაში — გ. 1937) — ქართველი ბოლშევიკი და საბჭოთა პარტიული მოღვაწე. საბჭოთა პარტიული მოღვაწის მამია ორახელაშვილის მეუღლე. 1937 წელს „დიდი წმენდის“ დროს დახვრიტეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რსდმპ-ის წევრი 1906 წლიდან. დაამთავრა პეტერბურგის უცხო ენათა ორწლიანი ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი; შემდეგ სწავლობდა პეტერბურგის პედაგოგიურ ინსტიტუტში და პეტერბურგის ბესტუჟევის ქალთა უმაღლეს კუსებზე, პარიზის უნივერსიტეტში. 1913 წელს სამშობლოში დაბრუნდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ვლადიკავკაზში პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად პარტიულ მუშაობას ეწეოდა. 1918 წლიდან პედაგოგიური და რევოლუციური მოღვაწეობა განაგრძო ქუთაისში; 1920 წელს მუშობდა საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მდივნად; მონაწილეობდა აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობის მუშობაში ბაქოში; 1920 წლის მიწურულს დაბრუნდა ქუთაისში; 1921 წლის იანვარში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ დააპატიმრა. სასჯელს იხდიდა ბათუმის ციხეში. გათავისუფლდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შედეგად. განთავისუფლების შემდეგ თბილისში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხიმგებლო თანამდებობაზე, უმთავრესად სახალხო განათლების დარგში; იყო საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის ქალთა განყოფილების გამგე; საქართველოს განათლების სახალხო კომისარი 1931-1933 წლებში. 1932 წლიდან რსფსრ განათლების სახლხო კომისარიატის უმაღლესი სკოლების სამმართველოს უფროსი და კოლეგიის წევრი; სხვადასხვა დროს მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალები: „მშრომელი ქალი“, „წითელი სხივი“ და სხვ. აქვს შრომები სახალხო განათლებისა და ბავშვთა კომუნისტური აღზრდის საკითხებზე; 1924 წელს მონაწილეობდა კომუნისტ ქალთა III საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში. დააპატიმრეს 1937 წელს; ბრალად ედებოდა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობა; იმავე წელს დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]