ივანე ზოდელავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე (ვანო) ზოდელავა
თბილისის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აგვისტო, 1998 – 19 აპრილი, 2004
პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედი ბადრი შოშიტაიშვილი
მემკვიდრე ზურაბ ჭიაბერაშვილი

დაბადებული 2 მაისი, 1957 (58 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი
რელიგია მართლმადიდებლობა

ივანე (ვანო) (დ. 2 მაისი, 1957, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სპეციალობით ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977-1978 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი; 1978 წელს მშენებლობის სამინისტროს N13 ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსი ოსტატი; 1978-1981 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1981 წელს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1985 წლებში კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1985-1988 წლებში ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი; 1988-1990 წლებში პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1990-1991 წლებში ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიკომის მდივანი; 1991-1996 წლებში ერთობლივი საწარმო „თბილისი ლინკისა“ და „საქართველო-ამერიკის პარტნიორის“ პრეზიდენტი; 1996-1997 წლებში თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1997 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის I მოადგილე; 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი; 1998-2004 წლებში თბილისის მერი. ავტორია ოცამდე სამეცნიერო ნაშრომისა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაზისის აკადემია, წევრი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 - ქ. ფოთის საპატიო მოქალაქე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბილისი, 1998-1999. გვერდი 135.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]