ნიკა მელია
ნიკა მელია | |
ნიკა მელია 2017 წელს | |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 დეკემბერი, 2020 – 30 იანვარი, 2023 | |
წინამორბედი | გრიგოლ ვაშაძე |
მემკვიდრე | ლევან ხაბეიშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 დეკემბერი, 2020 – 5 ოქტომბერი, 2021 | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2016 – 12 დეკემბერი, 2019 | |
მთაწმინდის რაიონის გამგებელი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2013 – 2014 | |
ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2009 – 2010 | |
დაბადებული | 21 დეკემბერი, 1979 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
მამა | ანზორ მელია |
დედა | ნანა ცანავა [1] |
შვილები | ალექსანდრე (სანდრო) მელია [2] |
განათლება | საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი, პოლიტიკოსი |
საიტი | nikamelia.ge |
ნიკანორ (ნიკა) მელია (დ. 21 დეკემბერი, 1979, თბილისი)[3] — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი. საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკანორ მელია დაიბადა 1979 წლის 21 დეკემბერს. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1996 წელს მელიამ დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. 2002-2003 წლებში იგი იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს გამომძიებელი. 2006 წელს დაამთავრა ოქსფორდის ბრუქსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2007 წელს მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში მრჩევლად. 2008-2009 წლებში მუშაობდა ეროვნულ აღსრულების ბიუროში უფროსის მოადგილედ. 2009-2010 წლებში იყო ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი. 2010 წელს იგი იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 2010 წელს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსად, 2010-2012 წლებში კი ამავე ბიუროს თავმჯდომარედ; 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი. 2014 წელს იყო თბილისის მერობის კანდიდატი. 2015 წლიდან არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარლამენტში ყოფნის პერიოდში იყო ოთხი საპარლამენტო კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი. 2016 წლის 18-დან 25 ნოემბრამდე იყო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2017-2019 წლებში იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. 2017-2018 წლებში იყო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2016-2017 წლებში იყო საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
2019 წლის 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით (ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით).[4][5][6] პროკურატურამ პატიმრობის ნებართვის გამოყენებაზე მიმართა საქართველოს პარლამენტს. 26 ივნისს პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს.[7] 27 ივნისს სასამართლომ პატიმრობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საქმის დასრულებამდე პატიმრობიდან გაათავისუფლა; გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.[8] მელიას ადვოკატის მიერ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების შემდეგ, სადაც პროკურატურა ისევ პატიმრობას ითხოვდა, აღნიშნული შეზღუდვები ძალაში დარჩა და ელექტრონული სამაჯურის ტარებაც დაევალა.[9]
2019 წლის 2 დეკემბერს ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.[10] 12 დეკემბერს შეუწყვიტეს პარლამენტარის უფლებამოსილობა, რასაც 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.[11]
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[12] პირველ ტურში მიიღო 31 391 ხმა (44,06%) და დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ტურში მონაწილეობაზე მელიამ უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით), მიუხედავად ამისა მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე. მან მეორე ტურში 3032 (10,64%) მიიღო.[13] პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადა (პარტიასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). მოგვიანებით შეწყვიტა ბოიკოტის რეჟიმი. ოფიციალურად 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 5 ოქტომბრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[14]
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ ერთ-ერთ აქციაზე ნიკა მელიამ ელექტროსამაჯური, რომელიც 2019 წლის ივლისიდან ეკეთა, დემონსტრაციულად მოიხსნა.[15] ამას პროკურატურის მიერ მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოჰყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რადგან საქმე პოლიტიზებულად მიიჩნია.[16] ამის შემდეგ პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მიმართა სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, რომელიც მეორეჯერაც დაკმაყოფილდა (88 ხმა 2-ის წინააღმდეგ).[17] 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.[18] პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუმართლებლად მიიჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე და თანამდებობა დატოვა.[19] დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება მას მერე დაიწყო, რაც პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს დაუჭირა მხარი.[20] 2021 წლის 23 თებერვალს დილით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის შტურმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც შეკრებილი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, და ნიკა მელია დააკავეს.[21] 8 მაისს „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) მელიას გირაოს თანხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჩაურიცხა, ასოციაციამ თანხა სასჯელაღსრულების ბიუროს ანგარიშზე შეიტანა. [22] 10 მაისს სასამართლომ მელიას საქმეზე წინასწარი პატიმრობა 40 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა. მელიამ ციხე იმავე დღეს, 2021 წლის 10 მაისს დატოვა. 2021 წლის 23 ივლისს ოპოზიციის ნაწილმა მელია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. [23] მას შემდეგ რაც 2021 წლის 28 ივლისს „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებიდან გავიდა, ნიკა მელიამ 29 ივლისს განაცხადა საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ.[24] თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში მიიღო 163 489 ხმა (34,01%). [25] მეორე ტურში მელიამ 206 593 ხმა (44,39%) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, დამარცხდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ კახა კალაძესთან.
მელია იყო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.[26] 2020 წლის 27 დეკემბერს აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ.[27] ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო 2023 წლის 30 იანვრამდე. 2023 წლის 7 დეკემბერს გამართუკ ბრიფინგზე, ნიკა მელიამ პარტიის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) დატოვების შესახებ განაცხადა.[28]
პოპულარობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2021 წლის ივნისში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით მელიას გამოკითხულთა 47% დადებითად, ხოლო 53% – უარყოფითად აფასებს.[29] 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით მელიას გამოკითხულთა 46% პოზიტიურად, ხოლო 54% – ნეგატიურად აფასებს.[30] 2021 წლის 12-25 სექტემბრის მონაკვეთში ჩატარებული Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით მელიას გამოკითხულთა 46% პოზიტიურად, ხოლო 54% – ნეგატიურად აფასებს.[31]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს შეეძინა შვილი, სანდრო მელია. მელიას მამა არის ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია.[32]
შედეგები არჩევნებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არჩევნები | წარმდგენი | პირველი ტური | მეორე ტური | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ხმა | პროცენტი | ადგილი | ხმა | პროცენტი | ადგილი | ||
თბილისის მერის არჩევნები (2014) | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 92 125[33] | 27,97% | მეორე | 84 350[34] | 27,53% | მეორე |
გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი (2020) | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია | 31 391 | 44,06% | პირველი | 3032 | 10,64% | მეორე[35] |
თბილისის მერის არჩევნები (2021) | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | 163 489 | 34,01% | მეორე | 206 593 | 44,39% | მეორე |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკა მელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნიკა მელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ნიკა მელია დაარქივებული 2020-11-13 საიტზე Wayback Machine. — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი პოლიტიკოსების ცნობილი და უცნობი დედები
- ↑ ნიკა მელიას ქონებრივი დეკლარაცია[მკვდარი ბმული]
- ↑ ნიკა მელიას დეკლარაცია 2020. declaration.gov.ge (30 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2021[მკვდარი ბმული]
- ↑ ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს. Imedinews (25 ივნისი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 1 ივლისი,2019.
- ↑ Genin, Aaron (25 ივლისი, 2019). „Georgian Protests: Tbilis’s Two-Sided Conflict“. The California Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-26. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Georgian Parliament Strips Opposition Lawmaker Of Immunity Over Violent Protests“. www.rferl.org. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-05. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ნიკა მელიას პატიმრობა არ შეუფარდეს“. On.ge. 27 ივნისი, 2019. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „გასაკონტროლებლად ნიკა მელიას ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ“. On.ge. 2 ივლისი, 2019. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას მიმართ არასაპატიმრო სასჯელი გამოიყენეს“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ნიკა მელია პარლამენტის დეპუტატი აღარ არის“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
- ↑ არჩევნების შედეგები. results.cec.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2020.
- ↑ „აღარ ვაპირებ ტარებას — ნიკა მელიამ აქციაზე ელექტროსამაჯური მოიხსნა“. On.ge. 1 ნოემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ — ნიკა მელია პროკურატურას პასუხობს“. On.ge. 5 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა“. On.ge. 16 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“. Civil.ge. 17 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ნიკა მელია დააკავეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 თებერვალს“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ნიკა მელია დაკავებულია“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა“. tabula.ge.
- ↑ „ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია დაასახელა“. www.radiotavisupleba.ge. ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს“. www.interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 29 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Results. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2020-12-20.
- ↑ პოლიტიკური საბჭო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. unm.ge (15 თებერვალი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2021
- ↑ „„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად აირჩიეს“. netgazeti.ge. 2020-12-27. ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს“. interpressnews.ge. 2023-12-7. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ „Edison Research: არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს – ოცნება 32%, ენმ – 24%, საქართველოსთვის – 13%“. Tabula. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „გახარია - 55%; კალაძე - 55%; მელია - 46% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით“. Formulanews. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „გახარია - 49%; კალაძე - 55%; ბაქრაძე - 48% - პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით“. Formulanews. ციტირების თარიღი: 27 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ნიკა მელიას პირადი ცხოვრება - გასაიდუმლოებული რომანი და ქალი, რომელმაც პოლიტიკოსს ვაჟი გაუჩინა“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ შედეგები არჩევნებზე[მკვდარი ბმული]
- ↑ მეორე ტურის შედეგები[მკვდარი ბმული][მკვდარი ბმული]
- ↑ არჩევნების მეორე ტურს მელიამ ბოიკოტი გამოუცხადა, მან მოუწოდა თავის მომრეებს არ მისულიყვნენ არჩევნებზე, მიუხედავად ამისა მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე
|
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2024
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აგვისტო 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - ივლისი 2022
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აპრილი 2021
- დაბადებული 21 დეკემბერი
- დაბადებული 1979
- ქართველი იურისტები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- მელიები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისში დაბადებულები