შარლ მიშელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შარლ მიშელი
შარლ მიშელი
შარლ მიშელი 2019 წელს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 დეკემბერი, 2019
წინამორბედიდონალდ ტუსკი

ბელგიის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ოქტომბერი, 2014 – 27 ოქტომბერი, 2019
წინამორბედიელიო დი რუპო
მემკვიდრესოფი ვილმესი

დაბადებული21 დეკემბერი, 1975 (1975-12-21) (45 წლის)
ნამიური, ბელგია
პოლიტიკური პარტიარეფორმატორთა მოძრაობა
მამალუი მიშელი
დედამარტინ მიშელი
მეუღლეამელი დერბაუდრენგენი
შვილები2
განათლებაბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი
პროფესიაადვოკატი
საქმიანობაპოლიტიკოსი

შარლ ივ ჟან გიზლენ მიშელი (ფრანგ. Charles Yves Jean Ghislaine Michel; დ. 21 დეკემბერი, 1975, ნამიური, ბელგია) — ბელგიელი პოლიტიკოსი. 2014-2019 წლებში იყო ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 1 დეკემბრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ბელგიის ფრანგული საზოგადოების წარმომადგენელი. პარტია „რეფორმატორთა მოძრაობის“ ლიდერი 2011-2019 წლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრი 2014-2019 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლ მიშელი დაიბადა 1975 წლის 21 დეკემბერს ვალონიაში, ნამიურის პროვინციის დედაქალაქ ნამიურში, მარტინ და ლუი მიშელების ოჯახში. 16 წლის ასაკშ გახდა „ჟოდუანის ახალგაზრდა რეფორმატორ-ლიბერალების“ ორგანიზაციის წევრი.[1] 1992-1999 წლებში იყო ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი. 1998 წელს დაასრულა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ფრანგულენოვანი) იურიდიული ფაკულტეტი და ამსტერდამის უნივერსიტეტი, რის შემდეგაც გახდა ადვოკატი.[2]

1999 წელს აირჩიეს ბელგიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატად. 2000 წელს შარლი 25 წლის ასაკში დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ბელგიის ისტორიაში.[3] ამავე წელს აირჩიეს ქალაქ ვავრის საქალაქო საბჭოში, 2004 წელს გახდა პარტია რეფორმატორთა მოძრაობის პრეს-მდივანი, ხოლო 2006 წელს — ქალაქის მერი. 2007 წლისა და 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით შარლ მიშელი ხელახლა აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში.[4]

შარლის მამა ლუი მიშელი 2004-2009 წლებში იყო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი და განვითარების საკითხებში ევროკომისარი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007-2011 წლებში იყო ბელგიის განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრი.[5] ამავდროულად ქალაქ ვავრის მერიც.[6]

2014 წლის 11 ოქტომბერს მეფე ფილიპემ ოფიციალურად დანიშნა პრემიერ-მინისტრად.[7][8]

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 2 ივლისს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ბრიუსელში შარლ მიშელი აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად. მოვალეობის შესრულებას შეუდგა ამავე წლის 1 დეკემბრიდან და თანამდებობაზე დარჩება მომდევნო 2,5 წლის განმავლობაში.[9]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო ქორწინებაშია ამელი დერბაუდერენგენთან. ჰყავთ ორი შვილი ჟანა და ლიუსი.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Charles Michel, un jeune Premier ministre libéral pour la Belgique. L'Express (7 октября 2014). ციტირების თარიღი: 11 октября 2014.
  2. Biographie de Charles Michel. 7sur7.be (20 марта 2008). ციტირების თარიღი: 11 октября 2014.
  3. Charles Michel officiellement candidat à la présidence du MR. Le Vif (13 декабря 2010). ციტირების თარიღი: 11 октября 2014.
  4. Le CV de Charles Michel. Référence. ციტირების თარიღი: 11 октября 2014.
  5. Charles Michel. Minister van Ontwikkelingssamenwerking. Belgian Presidency of the Council of the European Union. ციტირების თარიღი: 19 июня 2015.
  6. 20 March 2008 – Royal Orders. Government – Dismissals – Appointments. Belgian official journal (21 марта 2008). ციტირების თარიღი: 11 октября 2014.
  7. Belgium’s ‘kamikaze coalition’ to be sworn in 138 days after elections. The Guardian (10 октября 2014). ციტირების თარიღი: 11 октября 2014.
  8. Belgium swears in new Prime Minister Charles Michel. The Independent (11 октября 2014). ციტირების თარიღი: 11 октября 2014.
  9. Выбрались. Кто станет управлять Евросоюзом в ближайшее время
  10. Charles Michel présente fièrement sa fille Jeanne à la presse: "Ma fille est la plus brillante et la plus intelligente au monde"