საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2014

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2014)ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომლის პირველი ტური გაიმართა 2014 წლის 15 ივნისს, ხოლო მეორე ტური — 12 ივლისს. ამ არჩევნებს წინ უსწრებდა საპარლამენტო (2012) და საპრეზიდენტო (2013) არჩევნები, რომლებშიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. არჩევნები გაიმართა 76 მუნიციპალიტეტში. მერები და გამგებლები აირჩიეს პირდაპირი წესით 50%-იანი ბარიერით.

საარჩევნო სუბიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიულ-პროპორციული წესით არჩევნებსი მონაწილეობდნენ:

გარდა ამისა, საკრებულოების 2086 წევრის მაჟორიტარულ არცევნებში მონაწილეობდა 16190 კანდიდატი.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 44%. თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ მიიღო ხმათა 46.13%,ნიკა მელიამ „ენმ-დან“ — 27.91%. მეორე ტურში გაიმარჯვა ნარმანიამ. ყველა მერისა და გამგებლის არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის 22 მუნიციპალიტეტში მეორე ტურში. ყველა ადგილობრივ საკრებულოში ასევე, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა უმრავლესობა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმათა 50,8%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22,4%, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 10% და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ 4.72%.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 1991-2014“, თბილისი, 2015, გვ. 156-158

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]