ანზორ მელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანზორ მელია (დ. 5 აგვისტო, 1947, თბილისი) — ქართველი ექიმი, კარდიოლოგი. 1996 წელს დააარსა კარდიოლოგიური კლინიკა „გული“. ერთი წლით ადრე, 1995 წელს დააფუძნა კერძო ჰოსპიტალი „ვაგი“. მელია არის ღირსების ორდენი კავალერი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მათ შორის ერთ-ერთი არის ქართველი პოლიტიკოსი ნიკა მელია. საფრანგეთში გამართულ ევროპის ბიზნეს ასამბლეაზე, საუკეთესო ხარისხისა და მართვის ფორუმზე მიენიჭა წლის საუკეთესო მენეჯერის წოდება.

2021 წლის ზუგდიდის მერობის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. პირველ ტურში მიიღო ხმათა 46,88% პროცენტი (23 934 ხმა). მეორე ტურში დაუპირისპირდება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Results 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 2021-10-27.