ევროპული საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ევროპის საბჭო ან ევროპის კავშირის საბჭო.
ევროპის საბჭო
ინგლ. European Council
ფრანგ. Conseil européen
Council of the European Union.svg
ევროპული საბჭო
დაარსების თარიღი

1961/2009

ტიპი

პოლიტიკური

ემსახურება რეგიონს

ევროპა

ოფიციალური ენები

ინგლისური, ფრანგული

პრეზიდენტი

პოლონეთის დროშა დონალდ ტუსკი

ევროპული საბჭო (ინგლ. European Council; ფრანგ. Conseil européen) შეიქმნა 1974 წლის 10 დეკემბერს, როდესაც სახელმწიფოთა მეთაურებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეტარებინათ რეგულარული შეკრებები, რომელთა მუშაობაში მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპის თანამეგობრობის კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ამის შემდეგ, ევროპის საბჭოს როლი თანდათან გაიზარდა და მაასტრიხტის მოლაპარაკების შედეგად დამტკიცდა მისი სტატუსი.

იგი წარმოადგენს ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და აერთიანებს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროპული საბჭო იკრიბება სულ მცირე წელიწადში ორჯერ.

იხ. ევროპული საბჭოს სამიტები

ევროპული საბჭოს საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავს:

  • იგი წარმოადგენს სათათბიროს ევროპის “კონსტიტუციონალური არქიტექტურის” შემუშავების საკითხებში;
  • იგი ამუშავებს რეკომენდაციებს და მითითებებს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, აგრეთვე უმნიშვნელოვანეს საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე;
  • იგი იხილავს თანამეგობრობის ფინანსურ, ინსტიტუციონალურ და სხვა სახის დისპუტებს, რაც პრაქტიკულად განსაზღვრავს ევროკავშირის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების შინაარსს.

ევროპული საბჭო თანამეგობრობის გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრალურ ორგანოდ გადაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ მას რაიმე ლეგალური ან ოფიციალური გადაწყვეტილება არასოდეს მიუღია. ევროპულ საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე („პრეზიდენტი“), რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ან სახელმწიფოებრივი გაერთიანების, ხელმძღვანელი. ეს არის თანამდებობრივი როლი, ე.წ. primus inter pares ანუ ”პირველი თანასწორთა შორის”. ამ ადგილს ექვსი თვით იკავებს იმ სახელმწიფოს (ან მთავრობის) მეთაური, რომელი ქვეყანაც ამ პერიოდში თავმჯდომარეობს ევროპის კავშირის საბჭოს.

იხ. ევროპული საბჭოს თავმჯდომარეები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]