27 დეკემბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< დეკემბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
2024

27 დეკემბერიგრიგორიანული კალენდრის 361-ე დღე (ნაკიან წლებში – 362-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 4 დღე.

დღის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 537 : აია-სოფიას მშენებლობა დასრულდა.
  • 1703 : პორტუგალიამ და ინგლისმა ხელი მოაწერეს მეთუენის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით პორტუგალიიდან იმპორტირებულ ღვინოს საბაჟო შეღავათები დაუწესდა.
  • 1831 : ჩარლზ დარვინი იწყებს მოგზაურობას ხომალდ ბიგლით, სადაც მოგვიანებით მან ევოლუციის თეორიის ფორმულირება მოახდინა.
  • 1904 : ჯეიმზ ბარის სპექტაკლ პიტერ პენის პრემიერა გაიმართა ლონდონში.
  • 1918 : დაიწყო პოლონელთა დიდი აჯანყება გერმენელების წინააღმდეგ.
  • 1923 : იაპონელი სტუდენტი ნამბა დაისუკე ცდილობს უფლისწულ ჰიროჰიტოს მკვლელობას.
  • 1927 : ლევ ტროცკი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს.
  • 1932 : ნიუ-იორკში რადიო სიტი მიუზიკ ჰოლი გაიხსნა.
  • 1932 : საბჭოთა კავშირში ერთიანი საპასპორტო სისტემა შემოიღეს.
  • 1945 : მსოფლიო ბანკი შეიქმნა 28 ქვეყნის მთავრობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით.
  • 1949 : ნიდერლანდების დედოფალი ჯულიანა ინდონეზიის დამოუკიდებლობას ცნობს.
  • 1978 : ესპანეთში დემოკრატია მყარდება 40 წლიანი დიქტატურის შემდეგ.
  • 1979 : საბჭოთა კავშირი ავღანეთზე კონტროლს აწესებს. ბარბაკ კარმალი ცვლის მოკლულ პრეზიდენტ ჰაფიზულა ამინს.
  • 1985 : პალესტინელი ტერორისტები რომისა და ვენის აეროპორტებში 18 ადამიანს კლავენ.
  • 2001 : ჩინეთი და აშშ პერმანენტულ ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ.
  • 2007 : პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო მოკლეს საარჩევნო კამპანიისას ისლამაბადთან.
  • 2010 : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩიეს.
  • 2016 : ამერიკელი მსახიობი კერი ფიშერი გარდაიცვალა 60 წლის ასაკში, ხოლო მეორე დღეს დედამისი, მსახიობი დები რეინოლდსი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა თვეები: