ანა დოლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანა დოლიძე
ანა დოლიძე
The Logo of High Council of Justice of Georgia.png
Flag of Georgia.svg
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 იანვარი, 2018 – 22 ივნისი, 2020
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ივნისი, 2016 – 8 იანვარი, 2018
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
მემკვიდრეანა ნაცვლიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
მაისი, 2015 – 27 ივნისი, 2016
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

დაბადებული26 ოქტომბერი, 1979 (1979-10-26) (42 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიახალხისთვის
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიამართლმადიდებლობა

ანა დოლიძე (დ. 26 ოქტომბერი, 1979 , თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, საერთაშორისო სამართლის პროფესორი, პარტია ხალხისთვის დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დოლიძე დაიბადა 1979 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში. 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2004 წელს მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი (LLM); 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „სასამართლოს მეგობარი საერთაშორისო სამართალში“ და მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2002 წელს გაიარა სტაჟირება ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში; 2002-2003 წლებში მუშაობდა ორგანიზაცია Save the Children საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პროგრამის ოფიცერის თანამდებობაზე. სასამართლოში იცავდა ადამიანის უფლებათა დარღვევით დაზარალებულებს, მათ შორის ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს, წარმოადგენდა „მეამბოხე მოსამართლეების“ (უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე, რომლებმაც უარი თქვეს გადამდგარიყვნენ ზეწოლის გამო)[1] მხარეს, იყო ლიდერი სოციალური მოძრაობისა, რომელიც მოითხოვდა სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯას.[2] 2008-2009 წლებში იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი. წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს სხავადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლონდონოს ეკონომოკურ სკოლაში, დიუკის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში, ქუინსის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ ირლანდია), გლაზგოს უნივერსიტეტში;

გამოქვეყნებული აქვს 3 წიგნი და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ანგარიში გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლის, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და ჯილდო, მათ შორისაა ატლანტიკ ბრიუკეს „ახალგაზრდა ევროპელი ლიდერი“ (2009), იყო კორნელის უნივერსიტეტის სრული სადოქტორო სტიპენდიანტი, ატლანტიური აკადემიის, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის, კოლუმბიის უნივერსიტეტის და სტენფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის მოწვეული მკვლევარი.

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000–2001 წლებში იყო ორგანიზაცია Project Harmony International-ის საქართველოს ოფისში ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი თანამშრომლობის პროგრამის ასისტენტი, შემდეგ - ამავე პროგრამის კოორდინატორი; 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე; 2013-2016 წლებში იყო დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (კანადა); 2015 წლის მაისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე;[3] 2016 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 8 იანვრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის (გიორგი მარგველაშვილის) საპარლამენტო მდივანი;[4] როგორც პარლამენტის მდივანმა, პარლამენტს წარუდგინა პრეზიდენტის ექვსი ვეტო, რომლებიც ეხებოდა: თვალთვალს, ადგილობრივ მმართველობას, საარჩევნო კოდექსს, საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებს. 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წლის 8 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.[5] იყო საბჭოს აქტიური წევრი, მოაწყო კამპანიები კანონის უზენაესობისა და სასამართლოს არაფორმალური მმართველობის, ე.წ. „კლანის“ არსებობის გასაპროტესტებლად. დოლიძე ნორვეგიის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ბარიკადების 12 ქალიდან ერთ-ერთად აირჩია.[6] 2019 წლის ოქტომბერში დააარსა კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“.[7] მისმა პეტიციამ აკრძალულიყო აზარტული თამაშების რეკლამა, 10 000 ხელმოწერა მოაგროვა.[8] 2020 წლის 22 ივნისს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.[9]

სხვადასხვა დროს იყო საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის საბჭოს წევრი, მათ შორისაა: საქართველოს მედიის საბჭო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციით დაინტერესებულ მხარეთა კომიტეტი, სასჯელაღსრულებისა და ადამიანთა უფლებების მონიტორინგის საბჭო და ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული კომისია.[10]

აქტიურად საუბრობს ქალთა უფლებების შესახებ. ანა დოლიძემ დააარსა Women Empowerment Network, რათა მენტორობა გაუწიოს და გააძლიეროს ახალგაზრდა ქალი ლიდერები.[11] 2022 წელს მიწვეული იყო TED Talk ღონისძიებაზე, სადაც მან ისაუბრა თემაზე „Leading with Your Shadow“.[12]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დოლიძემ 2020 წლის მაისში სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დააფუძნა.[13]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი. მან 17,95% (12381 ხმა) მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა ქართული ოცნების კანდიდატის, გია ვოლსკისა (42,64%) და ოპოზიციის საერთო კანდიდატისა და გირჩი — მეტი თავისუფლების დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის (21,06%) შემდეგ.[14]

2021 წლის 22 მაისს დააფუძნა პარტია ხალხისთვის, ყრილობაზე შეკრებილებმა პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად ანა დოლიძე აირჩიეს.[15]

2021 წელს იყო თბილისის მერობის კანდიდატი, მან 4,56% (21 935) ხმა მოიპოვა და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მისმა პარტიამ მთელი ქვეყნის მაშტაბით 14 988 ხმა აიღო და საკრებულოს ორი მანდატი მოიპოვა.[16]

2022 წლის აპრილში, მან შექმა პეტიცია სახელად „რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით გამოცხადდეს მორატორიუმი“, რომელსაც 12 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.[17]

ანა დოლიძემ პარლამენტის სამუშაო ჯგუფს წინადადება შესთავაზა, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზე მუშაობს. წინადადების მთავარი მიზანი წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის იმ ბერკეტების შეზღუდვას, რომლითაც ის მართავს სახელმწიფოს. კონკრეტულად კი, „ქართუ ბანკში“ და სხვა მის ბიზნესებში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება.[18]

აკადემიური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არის საერთაშორისო სამართლის ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ავტორია სამი წიგნისა — „უცნობი პორტისკენ“,[19] „აკადემიური წერა სამართალში“,[20] მისი ბოლო წიგნი „პირველი ნაბიჯები: ქართული სასამართლო 1918-1921 წლებში“[21] მოგვითხრობს ქართული სასამართლოების დაარსების ისტორიას.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დოლიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Judges Speak Out Against Pressure. Civil.Ge. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  2. Sandro Gvirgvliani. YouTube. ციტირების თარიღი: 18 October 2011.
  3. „ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა“. IPRESS.GE. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა“. liberali.ge. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. ანა დოლიძე - ბიოგრაფია. hcoj.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-26. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2019.
  6. „12 Women on the Barricades“. www.nhc.no (eng). ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. 1TV. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. „აზარტული თამაშების რეგულაციების შემოღებისა და მათი რეკლამის აკრძალვის შესახებ ანა დოლიძის მიერ ინიცირებული პეტიცია მთავრობას გადაეცემა“. interpressnews.ge. 29 ნოემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  9. „ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს“. Civil.ge. 22 ივნისი, 2020. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2011.
  11. „The Women Empowerment Network“. www.centerforprogress.ge. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  12. Anna Dolidze - TED event ka-GE. www.youtube.com (29 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022
  13. „ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა“. interpressnews.ge. 21 მაისი, 2020. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  14. „არჩევნების შედეგები“. archiveresults.cec.gov.ge. 22 მაისი, 2021. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  15. „ანა დოლიძემ პარტია "ხალხისთვის" დააფუძნა“. interpressnews.ge. 31 ოქტომბერი, 2020 წელი. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები“. archiveresults.cec.gov.ge. 2 ოქტომბერი, 2021. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. „რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვის პეტიციას 12 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს“. archiveresults.cec.gov.ge. 8 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 31 ივლისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  18. „პარტია „ხალხისთვის“ - ანა დოლიძემ „დექართუზაციის“ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა“. www.interpressnews.ge. 14 ივლისი, 2022. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  19. „უცნობი პორტისაკენ“. batumelebi.netgazeti.ge. 8 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  20. „აკადემიური წერა სამართალში“ (PDF). ewmi-prolog.org. 8 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  21. „პირველი ნაბიჯები: ქართული სასამართლო 1918-1921“ (PDF). ewmi-prolog.org. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)