ჩაქვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბა
ჩაქვი
სარადარო სადგური ჩაქვში
სარადარო სადგური ჩაქვში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის არ
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჩაქვი
კოორდინატები 41°43′33″ ჩ. გ. 41°44′22″ ა. გ. / 41.72583° ჩ. გ. 41.73944° ა. გ. / 41.72583; 41.73944
მმართველი რწმუნებული
დაბა  1954  წლიდან
ზღვის დონიდან 30
მოსახლეობა 6 720[1] კაცი (2014)
სატელეფონო კოდი +995 426[2]
საფოსტო ინდექსი 6400[3]
ჩაქვი (საქართველო)
Red pog.svg
ჩაქვი (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა)
Red pog.png

ჩაქვიდაბა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემიც ცენტრი (სოფლები: ჩაქვი, ბუკნარი, სახალვაშო). ჩაქვში არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე კულტურის, განათლების და ჯანდაცვის ობიექტები. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 6 720 კაცი[1]. ჩაქვი შავი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. დაბაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 30 მ, ქობულეთიდან 12 კმ. დაბაში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 8 100[4][5]
2014 6 720[1] Decrease2.svg

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანს ჩაქვში ჯერ კიდევ ქვის ხანაში უცხოვრია, აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის განძი.

ჩაქვი ქართული მეჩაიეობის ერთ-ერთი პირველი ცენტრი იყო. 1885 წელს ინჟინერ-პოლკოვნიკმა სოლოვცევმა გამოიწერა ჩაქვის სადგურის ახლოს, 1,5 ჰექტარზე გააშენა ჩაის პლანტაცია. 1890-იან წლებში რუსმა მეწარმე პოპოვმა ჩაქვში, კაპრეშუმსა და სალიბაურში 14 ჰექტარზე გააშენა ჩინური ჩაის ჯიშები. მანცე 1899 წელს ააშენა ინგლისური მანქანებით აღჭურვილი ქარხანა.

1895 წელს საუფლისწულო საზოგადოებამ ჩაქვში 16 ჰექტარზე გააშენა პლანტაცია. ჩაის სამეთვალყურეოდ ჩინეთიდან მიწვეულ იქნა 23 წლის ჩინელი ახალგაზრდა ლაო ჯონჯაო. ჯინჯაო და ჩაქვის პლანტაცია ფოტოებზე აღბეჭდა იმპერატორის კარის ფოტოგრაფმა სერგეი პროკუდინ-გორსკიმ. ფოტოები ამჟამად ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშია შენახული.[6].

დაბის სტატუსი მიიღო 1954 წელს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩაქვი&oldid=3102324“-დან