ინგეთის ღვთისმშობლის ეკლესია
Jump to navigation
Jump to search
ინგეთის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგეთში. დგას სოფლის აღმოსავლეთით 1-1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (6,6 X 4,3 მ). ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. კედლების უმეტესი ნაწილი დანგრეულია. ინტერიერი კედლების ნანგრევებით და მიწით არის ამოვსებული.
შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ წირთხლის ნაწილი). მცირე სიღრმის, გეგმით სამცენტრიანი თაღის ფორმის აფსიდში ერთმანეთის პირდაპირ ორი პატარა სწორკუთხა ნიშია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბაქრაძე მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, გვ. 95, თბ., 2008 წელი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ინგეთის ღვთისმშობლის ეკლესია[მკვდარი ბმული] dzeglebi.com-ზე