ოჟიო
სოფელი | |
---|---|
ოჟიო | |
![]() ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ოჟიო |
კოორდინატები | 41°58′40″ ჩ. გ. 45°22′44″ ა. გ. / 41.97778° ჩ. გ. 45.37889° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 520 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 680[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,8 % ჩეჩნები 0,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ოჟიო — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალავერდი, კოღოთო). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი, ახმეტიდან 17 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოჟიო ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ალექსანდრე I-ს (1412-1442 წწ.) სოფელი სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს. XVI საუკუნის შუა წლებიდან ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდა. XVII საუკუნიდან სოფლის ყმა-მამულზე წილი დაუდევს ალავერდის წმინდა გიორგის მონასტერსაც. სოფელი ოჟიო, როგორც მნიშვნელოვანი პუნქტი, XVIII საუკუნის გერმანელ მეცნიერსა და მოგზაურს ი. ა. გიულდენშტედტსაც აქვს მოხსენიებული. XVI-XVIII საუკუნეებში, იმდროინდელი ტერიტორიული დაყოფით, ოჟიო შედიოდა თიანეთის სამოურავოში, რომელსაც ჩოლოყაშვილები განაგებდნენ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი თიანეთის მაზრაში შევიდა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 680 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 810 | 396 | 414 |
2014[1] | ![]() |
347 | 333 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუარსაბ ანდრონიკაშვილი — ქართველი მეცნიერი, იურისტი და საზოგადო მოღვაწე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაიხოს სამების ეკლესია
- ოჟიოს კვირაცხოვლის ეკლესია
- ოჟიოს კოშკები
- ოჟიოს წმინდა თომას ეკლესია
- ოჟიოს წმინდა ნინოს ეკლესია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 551.
- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 131.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|