ზემო ხოდაშნის ხარების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხარების ეკლესია

ზემო ხოდაშნის ხარების ეკლესიაახმეტის მუნიციპალიტეტის ეკლესია.

ხარების ეკლესია დარბაზულია (7,2 X 4,3 მ), თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. ნაგებია რიყის ქვით. კამარა და საბჯენი თაღები აგურითაა გამოყვანილი. აღმოსავლეთით, გეგმით ნახევარწრიული ღრმა აბსიდის ღერძზე ვიწრო და მაღალი სარკმელია, რომლის მარცხნივ გეგმით ნახევარწრიული და თაღოვანი, ხოლო მარჯვნივ სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის შუაში აგურით ტრაპეზი დგას. საკურთხეველი გადახურულია დადაბლებული პროპორციების კონქით. კონქის თაღი ორსაფეხურიანია. გრძივ კედლებში თითო პატარა ნიში (აბსიდის მხრებთან) და თითო საკმაოდ ფართო სწორკუთხა სარკმელია (გვიანდელია). ეკლესიის შიდა სივრცე გაზრდილია დასავლეთ მინაშენით (5 X 5,2 მ), რომელსაც დასავლეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში გეგმით ნახევარწრიული და თაღოვანი ნიშია. ეკლესიისა და მინაშენის გადახურვა კამაროვანია. მინაშენის დასავლეთ კედელზე დაშენებულია ექვს მრგვალ სვეტზე დაყრდნობილია თაღედით გახსნილი მაღალი სამრეკლო, რომელსაც ექვსწახნაგა პირამიდული სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]