თრიალეთი (დაბა)
დაბა | |
---|---|
თრიალეთი | |
![]() გერმანული ეკლესია დაბა თრიალეთში | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°32′36″ ჩ. გ. 44°06′37″ ა. გ. / 41.54333° ჩ. გ. 44.11028° ა. გ. |
ადრეული სახელები | ალექსანდერსჰილფი, როზენბერგი, მოლოტოვო |
ამჟამინდელი სტატუსი | 1944 |
ცენტრის სიმაღლე | 1500 მეტრი |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 82 % სომხები 10 % ბერძნები 6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 363[1] |
საფოსტო ინდექსი | 5300[2] |
თრიალეთი — დაბა საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (თრიალეთი, დაშბაში, კავთა). მდებარეობს ჭოჭიანის პლატოზე, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1500 მ, წალკიდან 7 კმ. თრიალეთზე გადის თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელის სახელწოდება „ალექსანდერსჰილფი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Александерсгильфъ“ (ალექსანდერსგილფი) სახით. XIX ს-ის პირველ ნახევარში აქ გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, რომლებიც აქ XX საუკუნის 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ. 1944 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. ამ პერიოდში მას როზენბერგი ერქვა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა, ტუბსაავადმყოფო.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 565 ადამიანს[3] დაბის ამჟამინდელ მოსახლეობას შეადგენენ ქართველები, სომხები და ბერძნები.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1959 [4] | 7591 | ||
1970 [4] | ![]() |
||
1979 [4] | ![]() |
||
1989[4] | ![]() |
||
2002[4] | ![]() |
||
2014[4] | ![]() |
||
2020[4] | ![]() |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 699.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2013-12-05.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
|
|