წყაროთგორის წმინდა გიორგის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

წყაროთგორის წმინდა გიორგის ხატი — კომპლექსი, სალოცავი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ დანოს დასავლეთით 2 კილომეტრზე, მთაზე.

დარბაზი გეგმით ოთხკუთხა (3,2 X 2,2 მ) დაბალი ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შიგნით ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში ოთხთვლიანი თახჩაა. ერთი პატარა თახჩა სამხრეთ კედელშიცაა. აღმოსავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე, წყობიდან გამოშვერილი ფიქლებით თაროა მოწყობილი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ფიქლით. მილიონა დარბაზს ჩრდილოეთიდან აკრავს. იგი ოთხკუთხა (1,7 X 1,7 მ) სვეტის ფორმის, მთლიანი მასის მაღალი ნაგებობაა. დასავლეთ მხარეს თასების შესანახი თაღოვანი თახჩა აქვს. მეორე მსგავსი თახჩა აღმოსავლეთის მხარესაა. მის ზემოთ და მარცხნივ წყობიდან გამოშვერილია თითო გახვრეტილი სიპი, რომლებსაც დროში ტარის ან ჯიხვის რქის ჩასადგმელად იყენებდნენ. ნაგებობა დასრულებულია ხუთსაფეხურიანი პირამიდისებრი სახურავით, რომელსაც წვერი წაკვეთილი აქვს და ზედ სამკუთხა ფორმის ფიქლის ფილაა დადგმული. გალავანი, რომელიც ნაგებობებს ირგვლივ ევლებოდა, თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების მცირე ნაწილი. კომპლექსის გარშემო გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]