შინაარსზე გადასვლა

ზემო ალვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ალვანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°02′40″ ჩ. გ. 45°18′03″ ა. გ. / 42.04444° ჩ. გ. 45.30083° ა. გ. / 42.04444; 45.30083
ცენტრის სიმაღლე 460
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3306[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ალვანი — საქართველო
ზემო ალვანი
ზემო ალვანი — კახეთის მხარე
ზემო ალვანი
ზემო ალვანი — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ზემო ალვანი

ზემო ალვანისოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ზემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზემო ალვანი, ხორბალო).

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 460 მ-ზე, ახმეტიდან 9 კმ-ში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 306 ადამიანი. სოფელში არის კახეთის მეფე ლევანის (1520-1574 წწ.) აგურით ნაშენი სასახლე „ცხრაკარა“. სოფელში დგას დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი და იოსებ სტალინის ძეგლი.

თავდაპირველად არსებობდა ალვანის ველი. XVI საუკუნეში კახეთის მეფე ლევანს (1520-1574 წწ.) იგი თუშებისათვის უწყალობებია, 1757 წელს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ. თუშების მუდმივ საცხოვრებელ ადგილად იგი XIX საუკუნის დასაწყისიდან გადაიქცა. იმ დროს გაჩნდა სოფ. ალვანიც (ალონი), შემდგომში — ზემო ალვანი და ქვემო ალვანი. ამჟამად ზემო ალვანი დასახლებულია წოვათა და პირიქითა თემების თუშებით.

1972 სოფლის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის დასასრულის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც შეისწავლა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციამ (ხელმძღვ. კ. ფიცხელაური). ქვაყრილიან სამარხში აღმოჩნდა გეომეტრიული ორნამენტებით შემკული თიხის ნივთები — 8 ქილა, ხელადა, კათხა, 2 პატარა სასმისი, ქილებისა და ჯამების ფრაგმენტები და ბრინჯაოს სატევარი (მასალა ინახება ზემო ალვანის საშუალო სკოლის მუზეუმში).

სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას VIII–IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქვის კედლით შემოზღუდული იოანე ნათლისმცემლის სამნავიანი ბაზილიკა. ბაზილიკის მახლობლად მაღალ მთაზე მდებარეობს ლევან კახთა მეფის სასახლის — „ცხრაკარას“ ნანგრევები.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
20024 986
2014 3 306
ახმეტის მუნიციპალიტეტი
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.