შინაარსზე გადასვლა

ზემო ხალაწანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზემო ხალაწანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°08′27″ ჩ. გ. 45°20′19″ ა. გ. / 42.14083° ჩ. გ. 45.33861° ა. გ. / 42.14083; 45.33861
ცენტრის სიმაღლე 710
მოსახლეობა 89[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქისტები 89,9 %
ქართველები 5,6 %
ლეზგები 4,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზემო ხალაწანი — საქართველო
ზემო ხალაწანი
ზემო ხალაწანი — კახეთის მხარე
ზემო ხალაწანი
ზემო ხალაწანი — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ზემო ხალაწანი

ზემო ხალაწანი — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ხალაწანის ადმინისტრაციულ ერთეულში (კახეთის მხარე).

მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 760 მ-ზე, ახმეტიდან 25 კმ-ში. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.[2]

ზემო ხალაწნის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ბრინჯაოს ხანაში დასტურდება. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაზიანებულ ორმოსამარხში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. II-I ათასწლეულთა მიჯნის ბრინჯაოს სატევარი.[3]

XVIII საუკუნის აღწერების დოკუმენტებში, ასევე ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსაზე“ თანდართულ სოფლების სიაში და იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ პანკისის ხეობის სოფლებს შორის დასახელებულია ნაპანკისევი და ხალაწანი. ამასთან, ნაპანკისევი ვახუშტის რუკაზე დღევანდელი ზემო ხალაწნის ტერიტორიაზე არის აღნიშნული. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აქ თიანეთის სოფელ ალოტიდან გადმოსახლდნენ ქართველი მთიელები, ძირითადად გოდერძაულთ თემის ფშავლები. XX საუკუნის განმავლობაში სოფლის მოსახლეობა ძირითადად მონოეთნიკური (ქართული) იყო. 1990-იანი წლებიდან ზემო ხალაწანში პანკისელმა ქისტებმაც დაიწყეს დასახლება და ამჟამად იქ უკვე ეთნიკურად შერეული მოსახლეობაა.[4]

კულტურული მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო ხალაწნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე დგას ადრინდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია „ბზიანა“. ასევე მაღლობზე დგას XVI საუკუნის დარბაზული ეკლესია „გმირი“. სოფლის ჩრდილოეთით, ადგილ ღამურაანზე შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი (დიდი და მცირე ეკლესიები). ზემო ხალაწანსა და მის შემოგარენში დგას 3 თავდაცვითი კოშკი: ე. წ. ფათალიანთ და გვერდმოშლილთ კოშკები და კვირიას ციხე-სახლი.

2024 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 93 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[5]1255966
2014[1] 894346
2024[6] 935043
  1. 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ[მკვდარი ბმული], №671, 2015 წლის 30 დეკემბერი.
  3. ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.). თბ., 1973. — გვ. 73.
  4. მამისიმედიშვილი ხ., პანკისი: წარსული და თანამედროვეობა. თბ., 2008. — გვ. 76, 190, 193.
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  6. საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2024). ციტირების თარიღი: 23 ივნისი 2026.