ორბიაანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ორბიაანთ საყდარიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. მდებარეობს ქალაქის სამხრეთით ერთ კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,8 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. აღმოსავლეთ ფასადის შუაში და გარეთა კუთხეების წყობაში შირიმის ნათალი ქვებია გამოყენებული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად ეკლესიიდან მხოლოდ საკურთხეველიღა დგას, მაგრამ მასაც წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი აკლია. დანარჩენი კედლები 0,5-0,7 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი.

შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია ორივე წირთხლის ნაწილი). აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. რომლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშია. აფსიდი გადახურულია წესიერ ფორმის კონქით, რომელსაც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]