ხარაგაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დაბა
ხარაგაული
Kharagauli Center 2.JPG
ხარაგაულის ცენტრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°01′00″ ჩ. გ. 43°13′00″ ა. გ. / 42.01667° ჩ. გ. 43.21667° ა. გ. / 42.01667; 43.21667
დაარსდა 1870
ადრეული სახელები

ბელაგორი (XIX საუკუნე)
ხარაგაული (1949 წლამდე)

ორჯონიკიძე (1949-1989)
ამჟამინდელი სტატუსი 1944
ფართობი 204 ჰა კმ²
მოსახლეობა 1965[1] კაცი (2014)
სატელეფონო კოდი +995 433[2]
საფოსტო ინდექსი 5600[3]
ხარაგაული — საქართველო
ხარაგაული
ხარაგაული — იმერეთის მხარე
ხარაგაული

ხარაგაულიდაბა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, იმერეთის მხარეში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარაგაული მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე ვიწრო და ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 280―400 მ-ზე. თბილისიდან დაშორებულია 198 კილომეტრით. (რკინიგზით 160 კმ.)

ხარაგაულში ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, იცის ზომერიად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,2°C, იანვარში 3,2°C, ივლისში 22,6°C., აბსოლუტური მინიმუმია -22°C, აბსულუტური მაქსიმუმი 40°C. ნალექები 1360 მმ წელიწადში

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1 965 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 3 119 -- --
2002[4] Decrease2.svg 2 880 -- --
2014[1] Decrease2.svg 1 965 879 1 086

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარაგაული ჩაისახა როგორც რკინიგზის სადგური XIX ს. 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით და შეიძინა ადმინისტრაციული, ხოლო შემდგომ სამეურნეო ფუნქცია. ერქვა ბელაგორი, შემდეგ მიიღო სახელი ხარაგაული. იყო თემის ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები საკუთრივ ხარაგაული, პატარა ხარაგაული, ჯაფარაული, ჩხერი, თეთრაწყარო. დაბის სტატუსი მიიღო 1944 წელს. 1949 წლიდან ეწოდა ორჯონიკიძე. 1976 წელს მოსახლეობა შეადგენდა 3,2 ათას ადამიანს. 1989 წელს დაუბრუნდა სახელი ხარაგაული. 2002 წლის აღწერით ცხოვრობს 2380 ადამიანი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარაგაულში მოქმედებდა ყველ-კარაქის, ღვინისა და ხილ-კენკრული ღვინის ქარხნები. დაბაში არის კულტურისა და დასვენების პარკი, საჯარო სკოლა[5] 2 საბავშვო ბაღი, მოსწავლეთა სახლი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, პოლიციის განყოფილება, ავტოსატრანსპორტო საწარმო, არქივი, კინოთეატრი. ხარაგაულში გადის რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი და არის რკინიგზის სადგური.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარაგაულში არის საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა“, რომელიც დაარსდა 1983 წელს. 2010 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რაც გუნდისთვის თავისი ისტორიის მანძილზე საუკეთესო შედეგია. „ჩხერიმელას“ საშინაო არენაა ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარაგაულში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლი კახორი. დაბაში მდებარეობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1978 წელს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
  5. საჯარო სკოლების მონაცემთა ბაზა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]