მატნის იახსრის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იახსრის სამაროვანიეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 2 კილომეტრზე იახსრის გორაზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5 X 3,7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ეკლესიაში სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. კუთხეებმომრგვალებული საკურთხევლის კედლები უშუალოდ ერწყმის დარბაზის გრძივ კედლებს. საკურთხევლის ღერძზე გაჭრილია მცირე სწორკუთხა სარკმელი, რომლის მარცხნივ, კედლის სისქეში, მცირე ზომის სამალავია, ხოლო ქვემოთ რიყის ქვით ნაშენი ტრაპეზი დგას. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კედელში ერთი მცირე, სწორკუთხა სარკმელია, დარბაზი საკურთხეველთან ერთად გადახურულია ტლანქად ნაწყობი კამარით. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის ნაწილი. ეკლესიას გარშემორტყმული ჰქონდა წრიული გალავანი, რომლის ნაშთებიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]