არაშენდის ღვთისმშობლის ეკლესია (ახმეტა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაშენდის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ არაშენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 200 მეტრზე, პატარა კორომში. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს.

ეკლესია ორნავიანია, ნაგები ყოფილა თანაბარი ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია, ისე, რომ გეგმის კონტურის დადგენაც არ ხერხდება. შემორჩენილია: მთავარი ნავის საკურთხევლის მცირე ნაწილი, ნავების დამაკავშირებელი ორმალიანი თაღედის დასავლეთ თაღი, აღმოსავლეთ თაღის დასავლეთ ნახევარი და ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ კედლის მცირე ნაწილი. თაღები სწორკუთხა ბურჯს ეყრდნობიან. ამავე ბურჯზე შემორჩენილია ჩრდილოეთ ნავის კამარის საბჯენი თაღის ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]