საკობიანოს ლომისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლომისა (მრავალმნიშვნელოვანი).

საკობიანოს ლომისის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას ჩრდილოეთით, სოფელ საკობიანოს განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4 X 3,5 მ), ნაგებია რიყის ქვით და კირის დუღაბით. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან არის. კარი ვიწროა, გადახურულია მოზრდილი ქვით - თარაზულად. აღმოსავლეთით მოკლე მხრებით გამოყოფილი სწორკუთხა საკურთხეველია, რომლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ერთი ბრტყლად გადახურული ვიწრო სარკმელი. შიგნით ეკლესიას, ქარგილების საშუალებით ტლანქად ჩამოსხმული კამარა ხურავს. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები. ეკლესიას ფიქლის ორფერდა სახურავი ჰქონია (შემორჩენილია მცირე ნაწილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]