ახალციხე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ახალციხე |
|||||
![]() ახალციხე |
|||||
|
|||||
ქვეყანა | ![]() |
||||
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე | ||||
კოორდინატები | 41°38′20″ ჩ. გ. 42°59′10″ ა. გ. / 41.63889° ჩ. გ. 42.98611° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | XII საუკუნე | ||||
ადრეული სახელები | ლომსია | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1840 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1,840±1 მეტრი, 1,029±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | ![]() |
||||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები, სომხები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +995 365[2] | ||||
საფოსტო ინდექსი | 0800[3] | ||||
ოფიციალური საიტი | akhaltsikhe.gov.ge | ||||
|
|||||
ახალციხე, (ძვ. ლომსია), ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე.
სექციების სია
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქ ახალციხის ტერიტორიაზე პირველი ქალაქის ტიპის დასახლება გაჩნდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე, სადაც 1953 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ენეოლითის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, ეს ადგილი დღეს ცნობილია ,,ამირანის–გორა”-ს სახელით, რომელზეც არის ლომისის სალოცავის ნაშთები. ლეგენდის მიხედვით აქედან გადაუბრძანებიათ ლომისის ხატი ლომისას სალოცავში. ახალციხეში შემორჩენილია ასეთი ლექსი:
„ |
ლომისას ჯაჭვი ჰკიდია |
“ |
ლომისის ხატიდან გამომდინარე ამ დასახლებულ პუნქტს ერქვა ლომისა, რომელიც მოიცავდა მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროს ამირანის გორიდან დღევანდელი რაბათის დასახლების ჩათვლით. ხოლო მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი: მოღნისი, ზემო მარდა, ქვემო მარდა, ურია მარდა , ხვანა მარდა და მარდა, ასევე ქვემო ლაშიხევი.
ლომსიას წარმოშობა და სამცხის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად გახდომა, განაპირობა მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რადგან იგი წარმოადგენს სტრატეგიულ გზაჯვარედინს, ქართლს, ჯავახეთს, აჭარა-იმერთსა და ტაო-კლარჯეთს შორის. ახალციხე წყაროებში XII საუკუნიდან იხსენიება, როცა სამცხის ათაბაგებმა - ჯაყელებმა - აღადგინეს და განაახლეს ციხე სიმაგრე ლომსია და მას ეწოდა ახალციხე.
XIII-XVII სს-ში ციხე-ქალაქი სამცხის ათაბაგ ჯაყელს ეკუთვნოდა და ამ საგვარეულოს მფლობელობაში იყო. 1578 წელს ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1628 წლიდან ახალციხის საფაშოს ცენტრი გახდა.
ახალციხის წინააღმდეგ გალაშქრება რუსეთმა ჯერ კიდევ 1810 წელს სცადა. მაგრამ მაშინ ქალაქის აღება ვერ მოხერხდა: ამ ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილეთაგანის, ნიკოლოზ დადიანის, სიტყვით როცა ტორმასოვს "სწადოდა, რათა შევსულიყავით ქალაქსა შინა, მაშინ გაჩნდა ჯარსა შინა... ჟამი... და შიშითა მისითა დავიფანტენით, აღვემზადეთ და წავედითო". ეპიდემიით შეშინებული ტორმასოვი მოშორდა ახალციხეს.
1828 წლის 3 ოქტომბერს ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა[4], მიუხედავად იმავე წლის თურქების მცდელობისა დაებრუნებინათ ახალციხე მარცხით დამთავრდა. 1829 წლის სექტემბერში, ანდრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, თურქეთმა რუსეთს გადასცა ახალციხის საფაშოს ნაწილი. რადგანაც ძველი დასახლება ვეღარ იტევდა ახალმოსახლეებს, ქალაქი განვითარდა ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზე, რის შედეგადაც გაქრა ადრე არსებული მარდიების დასახლებები. ახალციხეს ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1840 წელს.
- ვახუშტი ბატონიშვილის XVIII საუკუნის ცნობები[5]
![]() |
„...არს ახალციხე ქალაქი ფერსათის მთის კერძოთს ჩამოსულს კლდესა ზედა. ხოლო ქალაქი არ მოზღუდვილი ციხიდამ ქვიტკირის სამის ზღუდით... ჰავითა არს მშვენი, ზამთრის ცივი დათოვლიანი, ზაფხულს არა ეგდენ ცხელი. გარემოს ქალაქისა წალკოტნი, ვენახნი და ხილნი მრავალნი. აწ მჯდომარებს ფაშა მუნ, რომელსა უწოდებენ საქართველოსანი კვალად ათაბაგადვე, ხოლო ოსმალნი ახალციხის ფაშად, და უპყრავს ამას სრულიადი სამცხე-საათაბაგო.“
|
- რაფიელ დანიბეგაშვილის 1795 წლის ცნობები[6]
![]() |
„ქალაქს გარემოცულობა დიდი არ აქვს, თვალწარმტაცი შენობები მასში სრულიად არ არის, მცხოვრებნი საშუალო შეძლებისანი არიან. მთავარი საქმიანობა მათი არს მეხილეობა.“
|
შვეიცარელი მოგზაურის მონპერეს ცნობები ახალციხის შესახებ
- ქალაქის აღწერა[7]
- ვითარება XIX საუკუნის 30–იან წლებში
-
- ქალაქის დაცემა[7]
-
- ქალაქის აღდგენა[8]
-
- სტრატეგიული ცვლილებები[9]
1853 წლის 14 ნოემბერს ყირიმის ომის დროს, ციხეში გამაგრებულმა რუსმა ჯარმა გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილის მეთაურობით მოიგერია ოსმალთა იერიში.
1871 წლის Тифлисские ведомости-ში ვკითხულობთ (1871 წ. N.8 ):[7]
![]() |
„რადგან ძველი და ერთ დროს ბრწყინვალე ახალციხე დანგრეული იყო და ფაქტობრივად აღარც არსებობდა, მისი უმაღლესობის ბრძანებით შემუშავდა ახალი გეგმა მდ. ფოცხოვის მარჯვენა მხარეს ქალაქის გასაშენებლად.“
|
1876 წელს ახალციხემ საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო.[10] 1930 წლიდან ახალციხე გახდა ახალციხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2014-17 წლებში არსებობდა, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული.[11]
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 17 903 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989[12] | 24 650 | -- | -- |
2002[12] | ![]() |
-- | -- |
2014[1] | ![]() |
8 500 | 9 403 |
ქვემოთ[13] მოცემულია ფრანგი კონსულის ადრიენ დუპრეს მონაცემები ახალციხის მოსახლეობის შესახებ, რომელიც გამოყენებული აქვს ფრანგ მოგზაურს, კომერსანტს, საფრანგეთის პირველ კონსულს თბილისში, ჟაკ ფრანსუა გამბას თავის თხზულებაში „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ და რომლის მიხედვითაც 1820 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 40 000 სულს, მათ შორის იყო 500 კათოლიკური ოჯახი.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის ძველ ნაწილში შემორჩენილია ციხე [14], სასახლე, მეჩეთი, სინაგოგა [15]. ახალციხეშია ჯაყელების ციხესიმაგრე (XIII-XIV სს.), წმ. მარინეს ეკლესია, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი. ახალციხეში არის ახალციხის ეპარქიის კათედრა.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
-
ახალციხის ხედი, წინა პლანზე სოფელი ღრელი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ Указ Новгородской духовной консистории в Софийский собор о совершении благодарственного молебствия по случаю покорения российскими войсками крепости Ахалцихи
- ↑ ვ. ბატონიშვილი "საქართველოს გეოგრაფიული აღწერა"
- ↑ ვ. ბერიძე სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები გვ. 15. 1970 წ.
- ↑ 7.0 7.1 7.2 ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 80
- ↑ ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 80–81
- ↑ ლეილა მაღრაძე. იქვე: გვ. 82
- ↑ „ადგილობრივი თვითმმართველობა“ გვ. 11 — თბილისი, 2016
- ↑ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
- ↑ 12.0 12.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). წაკითხვის თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
- ↑ ლეილა მაღრაძე. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები სამცხე-ჯავახეთის შესახებ. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 82
- ↑ ახალციხის ციხის ისტორია
- ↑ ყველაზე ძველი სინაგოგა საქართველოში
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლეილა მაღრაძე. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები სამცხე-ჯავახეთის შესახებ. ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002წ. გვ. 76–100.
- Frederik Dubois de Montperroix, Voiage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Cohchide, en Georgie, en Armenie et en Crieme, Paris 1839 a 1843
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქალაქის ოფიციალური საიტი
- ახალციხის ისტორია ახალციხის მუნიციპალიტეტის საიტზე
- Akhaltsikhe.EU
- ჯაყელების საგვარეულოს წარმომადგენელი მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგ - Presage.tv
- რაბათის რეაბილიტაცია, გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე"
|