ჩოფჩაურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩოფჩაურის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას ნასოფლარის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით თითქმის კვადრატული (4,5 X 4 მ). ნაგები ყოფილა საშუალო ზომის ნატეხი ქვით, წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი (სიმაღლე 1,6 მ). ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე სარკმლის ძირი და წირთხლების მცირე ნაწილებია შემორჩენილი. აფსიდის გვერდებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ეკლესიას ირგვლივ წრიული მოხაზულობის გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტულად) ევლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]