გურჯაანი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გურჯაანი ქართ. გურჯაანი | |||
![]() გურჯაანის თავისუფლების ქუჩა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | კახეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი | ||
კოორდინატები | 41°44′40″ ჩ. გ. 45°48′00″ ა. გ. / 41.74444° ჩ. გ. 45.80000° ა. გ. | ||
დაარსდა | 1934 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1934 | ||
ცენტრის სიმაღლე | 415 მეტრი | ||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
მოსახლეობა |
![]() | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 96,8 %, სომხები 1,4 %, რუსები 0,8 % | ||
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 | ||
სატელეფონო კოდი | +995 353[2] | ||
საფოსტო ინდექსი | 1500[3] | ||
ოფიციალური საიტი | http://www.gurjaani.ge/ | ||
| |||
გურჯაანი — ქალაქი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 8024 (2014 წლის მონაცემებით).
გურჯაანი სარკინიგზო კვანძია (აქ თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება), აქ არის ღვინის, საკონსერვო, კვების მრეწველობის საწარმოები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ნ. ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. გურჯაანის სიახლოვეს არის სამკურნალო ტალახების კურორტი ახტალა, გურჯაანის ყველაწმინდის სამნავიანი ბაზილიკა (VIII-IX სს.). გურჯაანში არის საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში მოქმედებდა საბაგირო გზა რომელიც ცენტრალურ პარკში ადიოდა, ამჟამად უმოქმედოა, ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულია.
სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს. შუა საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის აღნიშნულია გურემანი და ვარაუდობენ, რომ სწორედ სახელწოდება გურჯაანი არის გურემანის სახეცვლილი ფორმა. 1757 წელს შედგენილ „განწესებაში თეიმურაზ მეორისა საჭერემლო სამწყსოს მიბარების შესახებ“ გურჯაანი მოიხსენიება გურჯანად.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული; 1965 წელს აქ აღმოჩენელია ქვის ხანის ადამიანის სადგომი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ისე ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში. ისტორიული დასახლება მრავალი ბრძოლის მოწმეა: განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის 1812 წლის გლეხთა აჯანყება, რომელიც მიმართული იყო რუსეთის თვითმპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. გადამწყვეტი ბრძოლა აჯანყებულებსა და მეფის ჯარებს შორის სოფელ ჩუმლაყში ე.წ. „ფაფრისხევის“ მინდორზე მოხდა. 4000 გლეხი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა.
1917 წლამდე ახლანდელი გურჯაანის ტერიტორია თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, ხოლო 1921 წლამდე თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში. 1930 წლიდან ის ჯერ კახეთის ოლქის, შემდეგ გურჯაანის რაიონის შემადგენლობაში შევიდა და შესაბამისად ჯერ საოლქო, შემდეგ დამოუკიდებელი რაიონული და სარკინიგზო კვანძი გახდა. 1934 წლიდან სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით შეიქმნა ქალაქი გურჯაანი.
კახეთის რეგიონში გურჯაანი ორ დასახლებულ პუნქტს ეწოდება — ქალაქსა და სოფელს და ისინი ერთმანეთის გვერდითაა.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989[4] | 12 872 | 6 001 | 6 871 |
2002[4] | ![]() |
4 580 | 5 447 |
2014[1] | ![]() |
3 728 | 4 296 |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, გვ. 48, თბ., 2013 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გურჯაანი“ ვიკისაწყობში.
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი I]
|
|