აწყური (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
აწყური | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო ხოდაშენი |
კოორდინატები | 41°57′26″ ჩ. გ. 45°22′35″ ა. გ. / 41.95722° ჩ. გ. 45.37639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
მოსახლეობა | 554[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
აწყური[2] — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ხოდაშნის თემში. მდებარეობს მდინარე ბერხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 580 მეტრი, ახმეტიდან 16 კილომეტრი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 554 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 662 | 321 | 341 |
2014[1] | 554 | 275 | 279 |
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ა-წყურ-ი ა- არის პრეფიქსი, ხოლო წყურ - ფუძე დაკავშირებულია წყალთან. ამოსავალია წყ - ძირი. ეს ძირი გვხვდება წყალთან დაკავშირებულ ისეთ ქართველურ სიტყვებში, როგორებიცაა: წყალი, წყარო, წყარ-, წყუ-, წყორ-. იგივე წყ ძირი გვაქვს სიტყვებში: ნე-რ-წყ-ვ-ი, რ-წყ-ევ-ა. შესაბამისად, აწყური ნიშნავს წყლიან ადგილს, წყლის ადგილს.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აწყურის ეკლესია
- აწყურის კვირაცხოვლის ეკლესია
- აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია
- აწყურის წამებულის ეკლესია
- აწყურის წმინდა ელიას ეკლესიები
- აწყურის წმინდა თევდორეს ეკლესია
- თეთრი გიორგის ეკლესია
- მეზვრიშვილების კოშკი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 77.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 19.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ მერაბ ბერიძე, რამდენიმე ქართული ანთროპონიმისა და ტოპონიმის ეტიმოლოგიის საკითხი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი "სპეკალი", №4
|