პანკისის ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პანკისის ხეობა — მდებარობს მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში (ბახტრიონიის ზემოთ) კავკასიონის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სიგრძე 34 კმ (მთა ბორბალოდან ალაზნის ვაკემდე). შემოფარგლულია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებებით — პანკისისა და დიდგვერდ-ნაქერალის ქედებით.

მდინარე ალაზნის აუზის ზემო ნაწილი ქოჩარის ქედით იყოფა ორ ხეობად, რომლებიც მდინარეებს წიფლოვანისწყალსა და სამყურისწყალს ეკუთვნის. ზღვის დონიდან 950 მეტრ სიმაღლეზე ეს მდინარეები ერთდებიან და წარმოშობენ ალაზანს. ამ ადგილის ქვემოთ პანკისის ხეობისთვის დამახასიათებელია ფართო, მოვაკებული, დატერასებული ფსკერი. ხეობა გამომუშავებულია იურულ თიხაფიქლებში. რელიეფში ძირითადად ეროზიულია, მაგრამ სამყურისწყლის აუზში შეინიშნება მეოთხეული მყინვარის ნაკვალევი (ტროგები, ცირკები, დაკაწრული კლდეები). ხეობის ფერდობები 2000-2200 მეტრამდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. ალაზნის მარჯვენა შენაკადის ბაწარის ხეობაში არის უთხოვრის ტყის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარუაშვილი ლ., ქსე, ტ. 7, გვ. 663, თბ., 1984
  • მარგოშვილი ლ., პანკისის ხეობა. თბ., 2002
  • პანკისის კრიზისი. თბ., 2002

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]