ზემო ხოდაშნის წმინდა მარიამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზემო ხოდაშნის წმინდა მარიამის ეკლესიაახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ეკლესია, დგას სოფელ ზემო ხოდაშნის განაპირას, სამხრეთით. განეკუთვნება გვიანდელი შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (9,9 X 7,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავი და კედლების ზედა ნაწილები. მონგრეულია ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე. შენობა 1 მეტრის სიმაღლეზე მიწაშია ჩამჯდარი. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი გარედან თაღოვანია, შიგნით - სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე ბრტყლად გადახურული ვიწრო სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია, სამხრეთით - ერთი. ერთი მსგავსი ნიშია ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. დარბაზის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. კამარა ცილინდრული ფორმისაა და იგი ერთ შეკიდებულ საბჯენ თაღს ეყრდნობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]