ზემო ალვანის ბზიანის ეკლესია
იერსახე
ზემო ალვანის ბზიანის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. დგას სოფლის ჩრდილოეთით ორ კილომეტრზე, ტყეში. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ნაწილი, თაროსებრი კაპიტელით დაგვირგვინებული ორსაფეხურიანი პილასტრით. რომელზეც კედლის მიმდებარე თაღები და კამარის საბჯენი თაღი იყო დაყრდნობილი. ეკლესია ნაგები ყოფილა მოზრდილი, თითქმის თანაბარი ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. პილასტრი და თაღების შემორჩენილი ნაწილები - შირიმით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 80.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზემო ალვანის ბზიანის ეკლესია დაარქივებული 2013-11-13 საიტზე Wayback Machine. dzeglebi.com-ზე