წყნეთი
| დაბა | |
|---|---|
|
წყნეთი | |
|
წყნეთი ზამთარში | |
| ქვეყანა |
|
| მუნიციპალიტეტი | თბილისი |
| რაიონი | ვაკე |
| კოორდინატები | 41°41′39″ ჩ. გ. 44°41′39″ ა. გ. / 41.694222° ჩ. გ. 44.694389° ა. გ. |
| ამჟამინდელი სტატუსი | 1967 |
| ცენტრის სიმაღლე | 950 მ |
| მოსახლეობა | 7166[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 32 |
წყნეთი — დაბა თბილისის შემადგენლობაში, ვაკის რაიონში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 8 კმ-ზე, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ-ზე, მანგლისის საავტომობილო გზაზე. წყნეთი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. სამკურნალო ფაქტორია მთის ჰავა. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, რაქიტი, მეორეული სისხლნაკლებობა. სეზონი მაისი-ნოემბერი. აქ იცის თბილი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურა 20 °C) და რბილი ზამთარი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყნეთის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ნაკეთობები და სამარხები. იგი ძველთაგანვე ცნობილია როგორც სააგარაკო ადგილი. ინტენსიური სააგარაკო განაშენიანება ქვემო წყნეთში დაიწყო XIX ს-ის II ნახევარში, ზემო წყნეთში - XX ს-ში. შემორჩენილია XVII-XIX სს სამი მცირე ეკლესია. დაბის სტატუსი მიიღო 1967 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა სამკერვალო ფაბრიკა, კინოთეატრი, ბავშვთა სანატორიუმი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1970[2] | 2908 | ||
| 1979[2] | 3235 |
||
| 1989[3] | 3664 |
-- | -- |
| 2002[4] | 8187 |
-- | -- |
| 2014[1] | 7166 |
-- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უშვერიძე გ. გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 372.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ 2.0 2.1 Cities and towns of Georgia pop-stat.mashke.org
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.
| ||||||||||||||||||||||||||||||||