ბაკურიანის ანდეზიტი
| დაბა | |
|---|---|
|
ბაკურიანის ანდეზიტი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ბაკურიანი |
| კოორდინატები | 41°44′04″ ჩ. გ. 43°28′21″ ა. გ. / 41.73444° ჩ. გ. 43.47250° ა. გ. |
| ამჟამინდელი სტატუსი | 1956 |
| ცენტრის სიმაღლე | 1800 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 352[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 63 % სომხები 25 % რუსები 7 % ოსები 2,5 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 367[2] |
| საფოსტო ინდექსი | 1200[3] |
ბაკურიანის ანდეზიტი, ანდეზიტი[4] — დაბა (1956 წლის 30 აპრილიდან) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის თემში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბორჯომულას სათავეებში (ზღვის დონიდან 1800 მ, ბორჯომიდან 38 კმ, ბაკურიანიდან 8 კმ). დაბაში არის განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის ობიექტები. მის მახლობლადაა სამკურნალო მინერალური წყლები.
ანდეზიტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაბაში არსებული ანდეზიტის საბადოს მარაგი 5 მილიონ კუბურ მეტრს აღწევს და უდიდესია საქართველოში. ტრესტი „საქქიმია“ 1960-1980-იან წლებში ამუშავებდა ბაკურიანის (ციხისჯვრის) საბადოს, რომლის ნედლეული მიჩნეული იყო საბჭოთა კავშირში საუკეთესო მჟავაგამძლე მასალად. დღეს წარმოება შეჩერებულია.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 352 ადამიანი.[1]
| აღწერის წელი | მოსახლეობა |
|---|---|
| 1989 | 476[5] |
| 2002 | 514[5] |
| 2014 | 352 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 161.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
- ↑ 5.0 5.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
| |||||||||||||
| ||||||||

