ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ახალდაბის ჩრდილოეთით 300-350 მეტრზე, ტყიან ბორცვზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. გარედან მობათქაშებულია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით კუთხეებმომრგვალებული საკურთხეველია, რომლის აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი მცირე ზომის სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. საკურთხევლის ორივე კუთხე კარგად გათლილი ქვიშაქვის იმპოსტებითაა დასრულებული. რომლებსაც ზედა კიდეზე ორი ჰორიზონტალური ლილვი გასდევს. შემორჩენილია ორივე იმპოსტი და თაღის ორივე ქუსლი. ასეთივე იმპოსტი ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშიცაა, რომელსაც დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი ეყრდნობოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]