კულაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დაბა
კულაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°12′15″ ჩ. გ. 42°21′24″ ა. გ. / 42.20417° ჩ. გ. 42.35667° ა. გ. / 42.20417; 42.35667
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1961
მოსახლეობა 1702[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 411
საფოსტო ინდექსი 3900
კულაში — საქართველო
კულაში
კულაში — იმერეთის მხარე
კულაში

კულაშიდაბა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, სამტრედია-ხონის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 50 მ.,სამტრედიიდან 5 კმ-ის დაშორებით. დაბაში არის XVIII ს-ის სინაგოგა, საბავშვო ბაღი. 2005 წლიდან მოქმედებს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის მუზეუმი.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. იყო ფეოდალური საგვარეულოს მიქელაძეების სათავადოს ცენტრი. იმ ადგილას, რომელსაც ჯვარცმის მინდორს ეძახიან, იყო მიქელაძეების სასახლე, ჯვარცმის სახელზე აგებული ეკლესია და ციხესიმაგრე. ჯვარცმის ეკლესია იყო მათი საძვალე. კულაშში ორკლასიანი სკოლა 1895 წელს დააარსა ბერძენმა მეცენატმა კონსტანტინე კორნარს, რომელსაც კონსტანტინე მკურნალს უწოდებდნენ. ისვე ხელმძღვანელობდა სკოლას 1902 წლამდე. ამჟამად სკოლა მის სახელს ატარებს. სკოლაში სწავლობენ როგორც კულაშის, ასევე მელაურის და ხუნჯულაურის მცხოვრებლები. 1926 წლისთვის კულაშის თემი შედგებოდა ოთხი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 11 434 ადამიანს, ხოლო ფართობი 32,3 კმ²-ს.[3] დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა საქსოვი ფაბრიკა, პურკომბინატი, ზოოვეტერინარული ტექნიკუმი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1702 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 3076 -- --
2002[4] Decrease2.svg 1962 -- --
2014[1] Decrease2.svg 1702 805 897

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დვალაშვილი გ., გოგიშვილი მ., სამტრედიის მუნიციპალიტეტი, თბ., 2019, გვ., 67-73

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. გადაცემა „მრავალკუთხედი“
  3. ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა საქართველოს ეროვნული არქივი
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.